1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მაშინ როცა, ოპოზიცია ბევრ ღვარძლს ანთხევს, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს” – შალვა პაპუაშვილი
“მაშინ როცა, ოპოზიცია ბევრ ღვარძლს ანთხევს, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს” – შალვა პაპუაშვილი

“მაშინ როცა, ოპოზიცია ბევრ ღვარძლს ანთხევს, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს” – შალვა პაპუაშვილი

227
0

მაშინ როცა, ოპოზიცია ბევრ ღვარძლს ანთხევს, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ის ასევე ახალი სტადიონის მშენებლობის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ საერთაშორისო ასპარეზების შესაბამის დონეზე მასპინძლობა უნდა შეძლოს.

„რაც შეეხება ახალ სტადიონს, იმ წარმატებების კვალდაკვალ, რომელსაც ქართულ სპორტში ვაღწევთ, მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურაც იყოს, მათ შორის, იმისთვის, რომ ქართველმა გულშემატკივარმა სათანადო სტანდარტის სტადიონზე შეძლოს ხოლმე სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაზე მონაწილეობის მიღება და მათ შორის, იმისთვის, რომ შესაძლებლობა გვქონდეს საერთაშორისო ასპარეზებს შესაბამის დონეზე ვუმასპინძლოთ. ბოღმის, ღვარძლის და ოპოზიციის რადიკალიზმის ფონზე, ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, პარლამენტი მშვიდად აგრძელებს მუშაობას ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა გაიმართოს, იმისთვის, რომ როგორც გზები ისე, სტადიონები იყოს მოწყობილი. გუშინ ვნახეთ, რომ სრულად გაიჭრა გვირაბი, რომელიც სტეფანწმინდასთან მლეთა-კობის მონაკვეთს აკავშირებს. ნახეთ, რომ ავტობანის მშენებლობა საბოლოო ფაზაში შედის, დღე- დღეზე გაიხსნება შემოვლითი გზაც. ასე რომ, ყველა ეს საკითხი თავის კალაპოტში მიედინება, მაშინ როცა, ოპოზიცია ბევრ ღვარძლს ანთხევს, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.