1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის”
“დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის”

“დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის”

119
0

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის – დადიან ასე ღამე-ღამე, ჩუმ-ჩუმად, ურეკავენ მათი პატრონები იქიდან, როგორ მოაწყონ აქ დესტრუქცია, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია შავბნელი საქმეებისთვის ღამე იკრიბება, იმიტომ, რომ მათთვის დღისით და გამჭვირვალედ შეკრება შეუძლებელია.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნებამდე გაიშიფრებიან და თავიანთი ამომრჩევლების დიდ რაოდენობასაც დაკარგავენ.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციური ლიდერები შფოთავენ. აშკარად, არც აქციაზე უშვებენ ბოლომდე, არც საკითხი აქვთ ისეთი, რომ ერთობლივი განცხადება გაავრცელონ, იმიტომ, რომ მიხვდნენ, მათ შორის, მათი ამომრჩეველიც, რომ გამჭვირვალობას ვინ რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, გაუგებარია. ამიტომაც ახლა რაღაცა შავბნელი საქმეებისთვის იკრიბებიან ღამე. მაგათთვის დღისით და გამჭვირვალედ შეკრება ბუნებრივად შეუძლებელია. დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის. ყველაფერს გაურბიან, რაც ნათელია და რაც სიმართლეა. დადიან ასე ღამე-ღამე ჩუმ-ჩუმად, ურეკავენ მათი პატრონები იქიდან, როგორ მოაწყონ აქ დესტრუქცია, როგორ აგინონ ეკლესიას, როგორ იყოს პროვოკაციები და ა.შ.,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.