1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გლობალური ომის პარტია ბიძინა ივანიშვილის სწორ და პრაგმატულ პოლიტიკას ვერ ინელებს -გიორგი გამსახურდია
გლობალური ომის პარტია ბიძინა ივანიშვილის სწორ და პრაგმატულ პოლიტიკას ვერ ინელებს -გიორგი გამსახურდია

გლობალური ომის პარტია ბიძინა ივანიშვილის სწორ და პრაგმატულ პოლიტიკას ვერ ინელებს -გიორგი გამსახურდია

481
0

გლობალური ომის პარტია ვერ ინელებს ბიძინა ივანიშვილის სწორ და პრაგმატულ პოლიტიკას, ქვეყნის ინტერესებზე და მის თანამოქალაქეებზე გათვლილს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ დაწერა, რითაც გამოეხმაურა „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში გააგზავნეს პირობების შესაქმნელად იმ შემთხვევისთვის, თუ მამამისის ქონებას სანქციები დაემუქრება.

„ვერ ინელებს გლობალური ომის პარტია, ბიძინა ივანიშვილის სწორ და პრაგმატულ პოლიტიკას, ქვეყნის ინტერესებზე და მის თანამოქალაქეებზე გათვლილს. გაიკრეს ჯიბეზე ხელი, მართლა მიშას დროს ცალი კალოშით მოთრეულებმა, შემდეგში, იარაღის ვაჭრობითა და ევროპელი პენსიონერების ძარცვით გამდიდრებულმა მისმა კარის ბიჭებმა. დაიწყეს სიბინძურეების და ტყუილების დაკვეთა თავიანთ ლობისტებზე. იმათმა კიდევ, შესაბამისად ცალკეულ მედიასაშუალებებზე. ისა და BBC არაა ხომ კეზერას ნაწილში სარწმუნო წყარო და Daily Mail ამ ბოდვაში არის სარწმუნო ხომ? მოვა მალე შემოდგომა და მანამდე აგვისტო“, – წერს გამსახურდია.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=805396744976331&set=a.628036179379056&type=3&ref=embed_post