1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროპული სასამართლო პირდაპირ ეუბნება რადიკალურ ოპოზიციას – დაეტიეთ მანდ, მოიქეცით ჭკვიანურად, აქ თქვენი სარჩელები არ კმაყოფილდება -გურამ მაჭარაშვილი
ევროპული სასამართლო პირდაპირ ეუბნება რადიკალურ ოპოზიციას – დაეტიეთ მანდ, მოიქეცით ჭკვიანურად, აქ თქვენი სარჩელები არ კმაყოფილდება -გურამ მაჭარაშვილი

ევროპული სასამართლო პირდაპირ ეუბნება რადიკალურ ოპოზიციას – დაეტიეთ მანდ, მოიქეცით ჭკვიანურად, აქ თქვენი სარჩელები არ კმაყოფილდება -გურამ მაჭარაშვილი

139
0

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ არ მიეღო განხილვაში ნიკა გვარამიას სარჩელი წარმოებაში, მორიგ ჯერზე და მგონი, უკვე საბოლოოდ ადასტურებს რადიკალური ოპოზიციის მანიპულაციებს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„მერამდენედ უნდა უთხრას სტრასბურგის სასამართლომ რადიკალურ ოპოზიციას, უგულავას საქმე გავიხსენოთ, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე, „რუსთავი 2“-ის საქმე, ახლა გვარამიას საქმე, როდესაც ევროპული სასამართლო პირდაპირ ეუბნება რადიკალურ ოპოზიციას – დაეტიეთ მანდ, მოიქეცით ჭკვიანურად, აქ თქვენი სარჩელები არ კმაყოფილდება. რატომ? იმიტომ, რომ იყო დამნაშავე რეჟიმი, რაზეს საერთაშორისო სასამართლოს ასევე აქვს გამოტანილი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, მას „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საფუძველზე, სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა. სტრასბურგის სასამართლომ სარჩელის განხილვაზე უარი თქვა.