თქვენი პასუხი „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე მიუღებელია – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს
თქვენი პასუხი „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე მიუღებელია, – ნათქვამია წერილში, რომელიც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრსელ კაცმა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს გაუგზავნა.
“გულგრილობა, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ “ჰამასის” ტერორისტების მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ მოხსენების მიმართ, გულდასაწყვეტია”, – აღნიშნავს ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
ისრაელ კაცმა წერილში განაცხადა, რომ “ჰამასის” მსხვერპლნი ებრაელები რომ არ ყოფილიყვნენ, გაეროს გენერალური მდივნის პასუხი ბევრად უფრო მტკიცე იქნებოდა.
“UNRWA [პალესტინელი დევნილების გაერთიანებული ერების დახმარების სააგენტო] თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ იყო ჩართული ხოცვა-ჟლეტაში. “ჰამასის” ტერორისტულ საქმიანობაში ორგანიზაციის ათასობით თანამშრომელი იყო ჩართული”, – აღნიშნა ისრაელ კაცმა.
“გაეროში თქვენი მოღვაწეობა დაამახსოვრდებათ ორგანიზაციის სტატუსის ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაყვანით, რის გამოც ის გახდა ანტისემიტიზმისა და ანტიისრაელის წაქეზების ცენტრი”, – დასძინა მან.