ირაკლი კობახიძე არ არის ვალდებული, ჩემს მიერ დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს, თუ განსხვავებული ხედვა აქვს, ნორმალურია -ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე არ არის ვალდებული, ჩემ მიერ დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ნორმალურია, თუ ირაკლი კობახიძეს განსხვავებული ხედვა აქვს და არანორმალური იქნებოდა, ყველაფერში ერთი და იგივე აზრი ჰქონდეთ.
„პრემიერ-მინისტრი წყვეტს საკადრო საკითხებს, კონსტიტუციით, კანონით. მე წინაზეც გავიმეორე და ახლაც ვიტყვი, ძალიან ჩვეულებრივი პროცესი მიმდინარეობს, აქ არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ ხდება. ირაკლი კობახიძე არ არის ვალდებული, ჩემ მიერ დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს. მას თუ განსხვავებული ხედვა აქვს – და გამოვლინდა კიდევაც, რესპუბლიკურის თემაზეც გამოჩნდა, რომ განსხვავებული ხედვა აქვს – ეს ნორმალურია. ჩვენ ვართ განსხვავებული ადამიანები. მე ვარ ირაკლი ღარიბაშვილი და პრემიერი არის ირაკლი კობახიძე. მას რომ სხვა აზრი ჰქონდეს, ნორმალურია. არანორმალური იქნებოდა, რომ ყველაფერში ერთი და იგივე აზრი გვქონდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.