1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  სამწუხაროდ, ბევრი კრიმინალი თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქვეყნებში და სხვაგან – ირაკლი ღარიბაშვილი
 სამწუხაროდ, ბევრი კრიმინალი თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქვეყნებში და სხვაგან – ირაკლი ღარიბაშვილი

 სამწუხაროდ, ბევრი კრიმინალი თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქვეყნებში და სხვაგან – ირაკლი ღარიბაშვილი

143
0

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კრიმინალი თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქვეყნებში და სხვაგან, მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ალბათ ევროპის შესაბამისი სამსახურები შესაბამის დროს გააკეთებენ რეაგირებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ზურაბ ადეიშვილის შესახებ დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამწუხაროა, მაგალითად, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი კეზერაშვილი, რომელიც მხილებული არის ძალიან დიდი, საუკუნის ძარცვის სქემაში, არ არის არათუ დაკავებული, არამედ ისიც თავისუფლად გადაადგილდება მთელ ევროპაში. ეს ხომ არანორმალურია. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ალბათ ევროპის შესაბამისი სამსახურები შესაბამის დროს გააკეთებენ რეაგირებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ხელისუფლების კრიტიკული შეფასებების შემდეგ, განცხადება გაავრცელა გერმანიის საელჩომ, შემდეგ კი განმარტება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, რამდენიმეზე კი – მსჯავრდებული.