1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

2.86K
0

ვერძი

ისეთი მონდომებული და მიზანსწრაფული ხართ, როგორც არასდროს. ნებისმიერ დავაში საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და ინტერესების დაცვას შეძლებთ. არ არის გამორიცხული, რომ ფულის შოვნის კარგი შანსი გაგიჩნდეთ და ხელიდან არ უნდა გაუშვათ. თანამოაზრეებთან იდეების გაცვლა-გამოცვლა ორმხრივად სასარგებლო იქნება. ირგვლივ მყოფებზე დიდი გავლენის მოხდენას შეძლებთ და ახალ მეგობრებს იპოვით.

კურო

რთულ სიტუაციებში გირჩევთ, შინაგან ხმას მოუსმინოთ. ეს დაგეხმარებათ, წარმატებას მიაღწიოთ და მოაგვაროთ პრობლემა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა თქვენს ავტორიტეტს გაზრდის. ირგვლივ მყოფებზე დიდი გავლენის მოხდენას შეძლებთ და ახალ მეგობრებს იპოვით. ეცადეთ, საღამო ოჯახთან ერთად მშვიდად გაატაროთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის ან უჩვეულო პროექტის დაწყებისთვის, რომელიც შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. ადამიანების მოხიბვლას ადვილად ახერხებთ – თქვენი გულწრფელობა გარშემო მყოფებს მაგნიტივით იზიდავს. ნუ აჰყვებით არაკეთილმოსურნეთა პროვოკაციებს. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია შოპინგისთვის.

კირჩხიბი

ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობა და რთული საკითხების მარტო გადაჭრა მოგიწევთ. გარშემომყოფები ყურადღებას გიფანტავენ და გაღიზიანებენ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობები შეზღუდოთ და მარტო იმუშაოთ. ნუ გადაიღლებით, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. საღამოს ჯობია, ყურადღება გართობაზე და სასიამოვნო საქმიანობაზე გადაიტანოთ.

ლომი

პრობემის გადაჭრას მხოლოდ არასტანდარტული მეთოდებით შეძლებთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, რომ რაღაც მნიშვნელოვან და რთულ საკითხში წინსვლას მიაღწიოთ. შოპინგისგან თავის შეკავება ჯობს – შესაძლოა, უსარგებლო ნივთში, რომელიც იმედებს გაგიცრუებთ, მეტისმეტად ბევრი დახარჯოთ. კოლეგებთან, კლიენტებთან თუ პარტნიორებთან ურთიერთობაში სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ყოველ წვრილმანზე არ ინერვიულოთ.

ქალწული

ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ ეცადეთ, ყველაზე რთული საქმე დაიწყოთ, რომელსაც დიდი ხანია, ვერ უმკლავდებით. ნუ დანებდებით, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის. სიმტკიცე და შეუპოვრობა დაგეხმარებათ, სასურველი მიიღოთ. ნათესავების, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი გულისხმიერება უნდა გამოიჩინოთ. ნებისმიერი სიკეთე უახლოეს მომავალში ორმაგად დაგიბრუნდებათ.

სასწორი

დღის პირველი ნახევარი რთული და დაძაბული იქნება. უსიამოვნო სიტუაციები და დაპირისპირებები გელით, თუმცა საღამოს ვითარება შეიცვლება და მოულოდნელ საჩუქრებსა და სიურპრიზებს მიიღებთ. არც მომგებიანი ბიზნესშეთავაზებაა გამორიცხული, რომელიც მომავალში დამატებით შემოსავალს მოგიტანთ.

მორიელი

მშვიდი და პოზიტიური დღეა, რომელიც ხელსაყრელია დიდი პროექტის დასრულების და საბოლოო პასუხების მისაღებად. მორიელები შეიძლება უჩვეულო, საინტერესო პიროვნებას შეხვდნენ. ნუ აჩქარდებით, რომ შეცდომა არ დაუშვათ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში უხეშობას და აგრესიას უნდა მოერიდოთ – ამან შეიძლება ადამიანები შეაშინოს და თქვენი დახმარების სურვილი გაუქროს.

მშვილდოსანი

გარშემო მყოფების მიმართ ზედმეტად მკაცრი ხართ და მათგან ზედმეტად ბევრს მოითხოვთ. მთელ დღეს პირქუშ და ცოტა პესიმისტურ განწყობაზე გაატარებთ. ოჯახის წევრებთან კამათი შეიძლება დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს და უსასრულოდ გაგრძელდეს, ამიტომ ეცადეთ, საქმე აქამდე არ მიიყვანოთ და მეტი კომპრომისი გამოიჩინოთ.

თხის რქა

სწრაფი და პრინციპული მოქმედების დამსახურებით შეიძლება ამ დღეს ზოგ რთულ საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოთ. დღის პირველ ნახევარში ეცადეთ, პლანეტების კეთილგანწყობა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ. ადამიანი, ვისი იმედიც გქონდათ, საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა დაივიწყოს.

მერწყული

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. პლანეტების განლაგება საშუალებას მოგცემთ, რომ დიდი მოცულობის სამუშაო სწრაფად და ხარისხიანად შეასრულოთ. შესაძლოა, ძლიერი მოკავშირეები ან სპონსორები გამოგიჩნდეთ. ეცადეთ, ახალი პროექტი დაიწყოთ, რომელშიც თქვენს მდიდარ ფანტაზიას და გამომგონებლობას გამოავლენთ. ძველი ფინანსური თუ ქონებრივი დავები თქვენთვის სასარგებლოდ გადაწყდება.

თევზები

მოემზადეთ რთული და კონფლიქტური დღისთვის. უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობაშიც კი დაპირისპირება გელით. ეცადეთ, ნაკლები ისაუბროთ და გარშემო მყოფები არ აკრიტიკოთ. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით.