1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1.15K
0

ვერძი

დღევანდელმა შეხვედრებმა და ურთიერთობამ შეიძლება მოულოდნელი სიახლე და სასიამოვნო სიურპრიზი მოგიტანოთ. თუკი ამა თუ იმ მიზეზით სახლში დარჩენა გსურთ, ტელეფონი გათიშეთ და სოციალურ ქსელებს არ გაეკაროთ. ხელსაყრელი დღეა საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად – ნივთი დიდხანს მოგემსახურებათ და უამრავ სიამოვნებას გაჩუქებთ.

კურო

ეცადეთ, ეს დღე აქტიურად გაატაროთ. ხელსაყრელი დროა ახალი ადამიანების გასაცნობად და სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად. ამასთან ურთიერთობა შეიძლება როგორც სასიყვარულო, ისე საქმიანი იყოს. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. საქმის საბოლოო შედეგი ამაზეა დამოკიდებული.

ტყუპები

იმ მოცულობის სამუშაოს, რომელსაც დღეს გეგმავთ, მარტო ვერ გაუმკლავდებით, ამიტომ თანამოაზრეები უნდა იპოვოთ. მშვენიერი დროა შოპინგისთვის, განსაკუთრებით – თუ სამზარეულოს ავეჯს ან საყოფაცხოვრებო ტექნიკას ყიდულობთ. ახალმა ნაცნობებმა შესაძლოა საინტერესო იდეა მოგაწოდოთ, რომელიც მომავალში ფინანსურ მოგებას მოგიტანთ.

კირჩხიბი

დროა, საქმე, რომელიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ, ჩამოიღოთ და წარმატებით დაასრულოთ. პლანეტების განლაგება დაგეხმარებათ, რომ დაბრკოლება მარტივად გადალახოთ და ძველი პრობლემის გადაჭრაში წინსვლას მიაღწიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, თორემ ვიღაც თქვენი იდეის მისაკუთრებას შეეცდება. თუ მცირე გაუგებრობებს და სირთულეებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგი დღეა.

ლომი

სიცხადე და პირდაპირობა, რომელსაც ნებისმიერ საქმეში აფასებთ, ამ დღეს ძნელი მისაღწევი იქნება. სირთულეების მიუხედავად, ეცადეთ, ოპტიმიზმი და ხალისიანი განწყობა შეინარჩუნოთ. ახლობელთან საუბარში ეცადეთ, მტკივნეულ თემებს არ შეეხოთ, რომ უნებურად ვინმე არ გაანაწყენოთ. ეცადეთ თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა ურთიერთობებში გამოიყენოთ. საღამოს თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს გაიგებთ.

ქალწული

ამ დღეს საკუთარ გეგმებზე და ახალ იდეებზე რაც უფრო მეტს ისაუბრებთ, მით უფრო დიდია შანსი, რომ სპონსორი ან თანამოაზრე იპოვოთ. თუ გონივრულად იმოქმედებთ, მენეჯმენტი თქვენს საქმიან თვისებებს შენიშნავს და დააფასებს. დაასრულეთ საქმე, რომელიც დიდი ხანია, გელით, ოღონდ არ გადაიღალოთ, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. გამორიცხული არ არის, რომ საღამოს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი მიიღოთ.

სასწორი

გირჩევთ, ეს დღე აქტიურად და მხიარულად გაატაროთ – ახალი ადგილები მოინახულეთ და ახალი ადამიანები გაიცანით. ეს განწყობას გაგიუმჯობესებთ და გაიძულებთ, ზოგიერთ მოვლენას სხვა კუთხიდან შეხედოთ. 2 მარტი ნაჩხუბარი სასწორების შერიგებისთვის შესანიშნავი დღეა, მთავარია, ამის სურვილი იყოს. მოერიდეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას, თუ მათთან ურთიერთობას უფრთხილდებით.

მორიელი

ოჯახი თქვენგან მეტ ყურადღებას და მხარდაჭერას საჭიროებს, ამიტომ ეცადეთ, სამსახურიდან დროულად დაბრუნდეთ და საყვარელი ადამიანების ცხოვრებით დაინტერესდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ნათქვამ ყველა სიტყვას ეჭვით შეხედოთ და კარგად გადაამოწმოთ – ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია კომერციული საკითხების გადაწყვეტისთვის.

მშვილდოსანი

სასურველია, რომ ეს დღე ხალხმრავალ ადგილას გაატაროთ, მეგობრებს შეხვდეთ და გამოფენას ან კონცერტს დაესწროთ. გირჩევთ თქვენი იდეები მნიშვნელოვან ადამიანებს გაუზიაროთ და მათგან მხარდაჭერა მიიღოთ. 2 მარტს მშვილდოსანი ახალ ინფორმაციას სწრაფად ითვისებს და ეს შესაძლებლობა სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ. ნუ ინერვიულებთ, თუ კოლეგები გაკრიტიკებენ. მალე მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ ისინი საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოთ.

თხის რქა

ამ დღეს მთელი ყურადღება ერთ საქმეზე გაქვთ გადატანილი და სხვა საკითხებისთვის დრო აღარ გრჩებათ, ამიტომ დამატებითი ვალდებულებების აღებას უნდა მოერიდოთ და მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. მოერიდეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას, რადგან ეს, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ეცადეთ, პლანეტების კეთილგანწყობა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა საოჯახო საქმეებისა და სახლის საფუძვლიანი დალაგებისთვის. სამუშაო საკითხები, რომლების მოგვარებასაც ახლა ვერ ახერხებთ, სამომავლოდ უნდა გადადოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმოთ და მათ ყველა ინიციატივას მხარი დაუჭიროთ.

თევზები

მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, რადგან მალე დაუგეგმავი ხარჯი გელით. ეცადეთ, მთელი დღე მეგობრების გარემოცვაში, მხიარულად გაატაროთ. სავარაუდოდ, ამ დღეს გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. მთავარია, დროულად შენიშნოთ და გამოელაპარაკოთ.