1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვინ ვის? პრაიმერი სამხრეთ კაროლინაში დონალდ ტრამპსა და ნიკი ჰეილს შორის“ – რას წერს „როიტერი“
“ვინ ვის? პრაიმერი სამხრეთ კაროლინაში დონალდ ტრამპსა და ნიკი ჰეილს შორის“ – რას წერს „როიტერი“

“ვინ ვის? პრაიმერი სამხრეთ კაროლინაში დონალდ ტრამპსა და ნიკი ჰეილს შორის“ – რას წერს „როიტერი“

317
0

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „როიტერის“ (Reuters) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვინ ვის? პრაიმერი სამხრეთ კაროლინაში დონალდ ტრამპსა და ნიკი ჰეილს შორის“ (ავტორი – ჯეიმს ოლიფანტი), რომელშიც გაანალიზებულია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში მონაწილე კანდიდატების – დონლდ ტრამპისა და ნიკი ჰეილის პერსპექტივა და შანსები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

საპრეზიდენტო არჩევნებ სამხრეთ კაროლინის შტატში კვირის ბოლოს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერები იმართება. დონალდ ტრამპს სურს, რომ ეს ნიკი ჰეილისთვის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლის ბოლო ეტაპი იყოს. თავის მხრივ, ნიკი ჰეილის სურს რბოლაში სულ მცირე ე.წ. “სუპერ სამშაბათამდე” დარჩეს. როგორც ცნობილია, რამდენიმე შტატში კენჭისყრა მარტის დასაწყისში იმართება და მას “სუპერ სამშაბათს” უწოდებენ.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ სამხრეთ კაროლინაში დონალდ ტრამპს მკაფიო უპირატესობა აქვს. შაბათს დაგეგმილ პრაიმერებში მისი ოპონენტი მხოლოდ ნიკი ჰეილია, ყოფილი დიპლომატი, რომელიც სწორედ ამ შტატის გუბერნატორის პოსტს ორი ვადით იკავებდა.

მართალია, ჰეილის წარმატება უფროდაუფრო ნაკლებ სავარაუდო ხდება, მაგრამ მისი კამპანიის წარმოომადგენლები ამბობენ, რომ ის შედეგების მიუხედავად, ბრძოლას განაგრძობს.

ანალიტიკოსების აზრით, დონალდ ტრამპს სურს, რომ “რესპუბლიკელთა რბოლა” რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, რომ მან შეძლოს მთელი დროისა და ყურადღების ჯო ბაიდენის საწინააღმდეგო გამოსვლებისთვის დათმობა. ამასთან, დონალდ ტრამპის კამპანიის მესვეურები უკვე მიანიშნებენ, რომ საყოველთაო არჩევნების უფრო აქტიურ ფაზაში დემოკრატ პრეზიდენტზე პირდაპირ თავდასხმებს გააძლიერებენ.

დოანლდ ტრამპისთვის ნიკი ჰეილის კანდიდატობა სხვა პრობლემებზე მინიშნებაცაა. მათ შორის იმაზე, რომ პარტიის შიგნით, უამრავ რესპუბლიკელ ამომრჩეველს, მეტწილად უმაღლესი განათლების მქონეს და დიდი ქალაქების გარეუბნებში მცხოვრებლებს, არ სურთ ექს-პრეზიდენტის და მისი ღირებულებების მხარდაჭერა. ანალიტიკოსების აზრით, დონალდ ტრამპის კამპანიაში სერიოზულად უნდა შიშობდნენ იმის გამო, რომ აღნიშნული კატეგორიის ამომრჩეველი ჯო ბაიდენს მისცემს ხმას, ან სულ სხვა კანდიდატს, ან სულაც კენჭისყრის დღეს შინ დარჩება. დონალდ ტრამპს ახლა იმის ჩვენება სჭირდება, რომ პარტიის ამომრჩევლის სრული მხარდაჭერა აქვს და ჯო ბაიდენის დამარცხება შეუძლია. ნიკი ჰეილის მის საკუთარ მშობლიურ შტატში დამარცხების შემთხვევაში ტრამპის პოზიციები კიდევ უფრო გამყარდება.

რაც შეეხება ნიკი ჰეილის, რბოლაში მისი დარჩენა კიდევ უფრო რთული გახდება, თუკი ის საკუთარ შტატში დიდი განსხვავებით დამარცხდება. ის უკვე სერიოზულად ჩამორჩებოდა ტრამპს აიოვასა და ნიუ-ჰემფშირში. ნომინაციისთვის ბრძოლიდან გამოთიშვის თაობაზე მასზე წნეხი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუმცა ნიკი ჰეილი, რომელიც დონალდ ტრამპმა გაეროში ელჩად დანიშნა, ახლა ცდილობს იმ რესპუბლიკელების სახელით ისაუბროს, ვისაც დონალდ ტრამპისთვის ხმის მიცემა არ სურს. შესაბამისად, ამ სტრატეგიამ შეიძლება მას გარკვეული წარმატება მოუტანოს კიდეც. ის ხაზს უსვამს დონალდ ტრამპის მიდგომას ეროვნული უსაფრთხოებისადმი. განსაკუთრებით კი იმ განცხადებას, როცა ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ წაახალისებდა კიდეც რუსეთს თავს დასხმოდა ნატოს წევრ იმ ქვეყნებს, ვინც საკმარის თანხას არ ხარჯავს თავდაცვაზე.

ნიკი ჰეილის ამომრჩევლის დიდი ნაწილი ან დონალდ ტრამპით უკმაყოფილო რესპუბლიკელები, ან დამოუკიდებელი ამომრჩევლები არიან, რაც მას უპირატესობას ვერ უქმნის. ამიტომ, ზედიზედ რამდენიმე მარცხის შემდეგ, დონალდ ტრამპის საბაზისო ამომრჩევლის ნაწილის მიმხრობის გამოწვევის გარდა, მისთვის იმის დამტკიცებაც უფრო რთული ხდება, რომ სერთოდაც ანგარიშგასაწევი კანდიდატია, თუნდაც შემდგომ არჩევნებზე. მისი კამპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ ის რამდენიმე სტატში – მაგალითად, ტეხასში, ჩრდილოეთ კაროლინაში და ვირჯინიაში დაწინაურდება.

წყარო