1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს
დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს

2.24K
0

დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს.  ამის შესახებ მისი ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.

“7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია!” – წერს სოციალურ ქსელში თორნიკე მამალაძე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე 2017 წელს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.