1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ევროპული ქვეყანა, ცნობილი თავისი ღვინოებითა და თერმული აბაზანებით, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, იწყებს პირდაპირი ავიარეისების განხორციელებას დიდ ბრიტანეთში“
„ევროპული ქვეყანა, ცნობილი თავისი ღვინოებითა და თერმული აბაზანებით, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, იწყებს პირდაპირი ავიარეისების განხორციელებას დიდ ბრიტანეთში“

„ევროპული ქვეყანა, ცნობილი თავისი ღვინოებითა და თერმული აბაზანებით, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, იწყებს პირდაპირი ავიარეისების განხორციელებას დიდ ბრიტანეთში“

759
0

ბრიტანული გაზეთი „სანი“ (The Sun) რუბრიკით „მოგზაურობა“, აქვეყნებს სტატიას სათაურით „ევროპული ქვეყანა, ცნობილი თავისი ღვინოებითა და თერმული აბაზანებით, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, იწყებს პირდაპირი ავიარეისების განხორციელებას დიდ ბრიტანეთში“ (ავტორი – რიან გრეი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დიდი ბრიტანეთი უახლოეს ხანში დაუკავშირდება ჯერ-ჯერობით შედარებით ნაკლებად პოპულარულ, მაგრამ თავისი ღვინოებითა და თერმული აბაზანებით ცნობილ ევროპულ სახელმწიფოს, სრულიად ახალი პირდაპირი ავიამიმოსვლით. 2020 წლიდან დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები შეწყდა – ეს მოხდა იმის გამო, რომ ავიაკომპანია Air Georgian-მა თავისი საქმიანობა დაასრულა. მაგრამ სიტუაცია მალე შეიცვლება, რადგან ავიაკომპანია Air Iveria ამზადებს ახალი რეისების გაშვებას, რომლებიც ბრიტანეთს და საქართველოს ერთმანეთთან დააკავშირებს.

მიმდინარე წლის 13 მაისიდან ახალ მარშრუტზე სამგზავრო თვითმფრინავები ლონდონის გატვიკის აეროპორტიდან თბილისში და თბილისიდან ლონდონში კვირაში სამი ავიარეისი განხორციელდება.

საქართველოს იმედი აქვს, რომ ახალი ავიამიმართულებით ამ აღმოსავლეთევროპულ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება.

 

„საქართველო – ღვინის წარმოების აკვანი“

არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, რომ ბრიტანელები საქართველოს ეწვიონ, რომლის შესახებაც ჩვენმა მოქალაქეებმა შეიძლება არაფერი არ იცოდნენ – მათ შორის ის, რომ საქართველო – სამხრეთკავკასიური უძველესი სახელმწიფო – განთქმულია თავისი ღვინოებით და რომ მეცნიერთა აზრით, საქართველო ღვინის სამშობლოს წარმოადგენს.

როგორც კომპანია Novel Wines გვამცნობს თავისი განცხადებით, „საქართველო ფართოდ არის ცნობილი როგორც ღვინის სამშობლო ქვეყანა, სადაც მოსახლეობა ამ სასიამოვნო სასმელს ათასწლეულების განმავლობაში ამზადებს“.

თბილისური ღირსშესანიშნაობები

ღვინოსთან ერთად, საქართველო მდიდარია ცხელი თერმული წყლებით, რომლებიც კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს ქვეყნის ნახვა-დათვალიერების მიზნით. საქართველოს დედაქალაქი თბილისი ბალნეოლოგიური კურორტის ფუნქციასაც ასრულებს, განთქმულია თავისი თბილი გოგირდოვანი წყლებითა და აბანოებით – როგორც დახურული, ასევე ღია სახით. ბრიტანული ტურისტული კომპანია Culture Trip-ის ცნობით, თბილისის საკურორტო სამკურნალო დაწესებულებაში შესაძლებელია მრავალი თერაპევტული და სარეაბილიტაციო პროცედურის ჩატარება, რომელსაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს.

რა თქმა უნდა, თბილისში ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობაა დასათვალიერებლად. მაგალითად, ნარიყალას ციხე და წმინდა სამების ტაძარი, რომლებიც თბილისის ძველ ნაწილში მდებარეობენ. ნარიყალას ციხიდან ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება – თუ ფოტოსურათებს გადაიღებთ, სამახსოვროდ დაგრჩებათ, თუ როგორია საქართველოს დედაქალაქი, რომლის ისტორიული ადგილები მოინახულეთ.

„იქ, სადაც ევროპა აზიაში გადადის“

რაც შეეხება ქართულ სამზარეულოს: კონსალტინგური კომპანია Uncornered Market-ის ცნობით, „ქართული საჭმელები ძალიან გემრიელს, მაგრამ იმავე დროს მსოფლიოში ყველაზე უცნობ და შეუფასებელ კერძებს წარმოადგენენ“. იმიტომ, რომ ქვეყანა ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და აზიას უშუალოდ მეზობლობს. აქედან გამომდინარე, ქართულ სამზარეულოში ერთმანეთს ორივე კონტინენტის გემო უთავსდება.

ყველაზე განთქმულ ქართულ საჭმელს წარმოადგენს ხინკალი, რომელიც შეიცავს ფქვილის ცომში გახვეულ ხორცს, ბოსტნეულს და სხვა ინგრედიენტებს. მას წყალში ხარშავენ და ისე მიირთმევენ. ასევე პოპულარულია სხვადასხვა ცხოველის ხორცის მწვადი და ხაჭაპური – ხორბლის ფქვილის ცომისგან, ყველისგან და კვერცხისგან მომზადებული გემრიელი ღვეზელი.

აჭარა – მარგალიტი შავი ზღვის ნაპირზე

შავი ზღვის წყალობით, საქართველოში ბევრი სუბტროპიკული რეგიონია და მათ შორის ერთ-ერთი აჭარაა, რომლის დედაქალაქი ბათუმი მრავალი გასართობი ღონისძიების ადგილს წარმოადგენს. აჭარის პლაჟები და ლამაზი ბუნება მოგზაურისთვის სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს.

მოკლედ, საქართველო საკმაოდ იაფ ტურისტულ ქვეყნად ითვლება: თბილისში ღამის გათევა ორი ადამიანისთვის დაახლოებით 10 გირვანქა სტერლინგი დაეხარჯება, ბათუმში კი დაახლოებით 6 გირვანქა.

წყარო