1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველომ 2023 წელს ტურიზმიდან რეკორდული, 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო
საქართველომ 2023 წელს ტურიზმიდან რეკორდული, 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

საქართველომ 2023 წელს ტურიზმიდან რეკორდული, 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

258
0

2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით). საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.

მათი განცხადებით, მოგზაურობიდან შემოსავლებმა 2023 წლის მეოთხე კვარტალში 873,677,043 აშშ. დოლარი შეადგინა. 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა – 27.4%.

„გასულ წელს შემოსავლების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგზაურთა ვიზიტები. 2023 წელს საქართველოში 7,072,220 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 75.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +30.3%-ს შეადგენს.

გასულ წელს, საქართველოში 4,669,467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +27.8%-ია.

2023 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,505,240 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 71% აღდგენაა.

2023 წლის IV კვარტალში 1,013,891 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 93% აღდგენაა“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.