1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მთავრობის ეს შემადგენლობა მხოლოდ „ქოც-ელიტის“ ინტერესებს წარმოადგენს და არა ხალხის – ჩვენი ნდობა ვერ ექნება -ლევან ბეჟაშვილი
მთავრობის ეს შემადგენლობა მხოლოდ „ქოც-ელიტის“ ინტერესებს წარმოადგენს და არა ხალხის – ჩვენი ნდობა ვერ ექნება -ლევან ბეჟაშვილი

მთავრობის ეს შემადგენლობა მხოლოდ „ქოც-ელიტის“ ინტერესებს წარმოადგენს და არა ხალხის – ჩვენი ნდობა ვერ ექნება -ლევან ბეჟაშვილი

116
0

მთავრობის ეს შემადგენლობა მხოლოდ „ქოც – ელიტის“ ინტერესებს წარმოადგენს და არა ხალხის – ჩვენი ნდობა ვერ ექნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით,  ისინი გამოიყენებენ შესაძლებლობას და კითხვებს თავიანთი ფრაქციისა და ოპოზიციური ჯგუფების ფორმატში მოსმენისას დასვამენ.

„ხალხს აწუხებს გაზრდილი სიღარიბე, დაბალი შემოსავლები, უფრო მეტი მოქალაქე ფიქრობს საქართველოს დატოვებასა და ემიგრაციაზე. ამ ეკონომიკური პრობლემების ფონზე მთავრობის ეს შემადგენლობა, რომელიც წარმოდგენილია, აბსოლუტურად უსუსურია. კობახიძეს არ აქვს ის კვალიფიკაცია, რომელიც გამოადგება ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში. ამიტომ ჩვენგან ამ მთავრობის შემადგენლობას, რომელიც პრაქტიკულად არ იცვლება, ნდობა ვერ ექნება. თავად დღევანდელი საკომიტეტო განხილვაც არასერიოზულია, რადგან შეუძლებელია რამდენიმე მინისტრს ერთად გაერთიანებულ კომიტეტების სხდომაზე მოუსმინო. ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ შესაძლებლობას და ოპოზიციური ფრაქციების ფორმატში დავსვამთ იმ კითხვებს, რაც აქტუალურია მოსახლეობისთვის. ეს მთავრობის შემადგენლობა მხოლოდ „ქოც – ელიტის“ ინტერესებს წარმოადგენს და არა ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

პარლამენტი დღეს საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსა და სამთავრობო პროგრამის განხილვას იწყებს. პარლამენტის დარგობრივი კომიტეტები სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავენ სამთავრობო პროგრამას და განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მოუსმენენ. საკომიტეტო მოსმენები ჩანიშნულია 6 და 7 თებერვალსაც. ამასთან, 7 თებერვალს მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივად მოუსმენენ, 8 თებერვალს კი – ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“.