1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს ვახშამზე უმასპინძლა
ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს ვახშამზე უმასპინძლა

ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს ვახშამზე უმასპინძლა

243
0

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად ვახშამზე უმასპინძლა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანის პატივსაცემად ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.

პრემიერ-მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სტრატეგიული პარტნიორობა არაფორმალურ გარემოში განიხილეს.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს 26 იანვარს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რომლის დროსაც პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას.