ისრაელმა „ჰამასი“ ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა
217
0
ისრაელის თქმით, მან საბრძოლო ქმედებები განაახლა, ვინაიდან „ჰამასმა“ ოპერატიული პაუზა დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები და CNN ავრცელებენ.
„ჰამასმა“ ოპერატიული პაუზა დაარღვია და, ამას გარდა, ისრაელის ტერიტორია დაბომბა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაახლა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ საბრძოლო ქმედებები,” – ნათქვამის ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
CNN-ის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ისრაელსა და “ჰამასს” შორის, როგორც ჩანს, დასრულდა და მისი გაგრძელების არანაირი ნიშანი არ ჩანს.
გამოცემის ცნობით, ეს იმის გამო მოხდა, რომ პარასკევის ვადის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღაზას სექტორიდან გამოშვებული ერთი რაკეტა ჩამოაგდო.