საქართველოს მთავრობამ დააჩქარა მოძრაობა ევროკავშირის მიმართულებით და ეს კარგია-ლატვიის პრემიერ-მინისტრი
171
0
ვფიქრობ, ძალიან ნათელია, რასაც ქართველი ხალხი ამბობს, მაგრამ ასევე საინტერესოა საქართველოს მთავრობის მოსმენა, მთავრობამ დააჩქარა მოძრაობა ევროკავშირის მიმართულებით და, ვფიქრობ, ეს კარგია, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ ბრიუსელში განაცხადა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
„მე ძლიერად ვუჭერ მხარს, რომ საქართველოს მისამართით გაიცა რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ახლა საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, რომ გადადგას შემდეგი ნაბიჯები“, – განაცხადა კარინშიმ.