თურქეთთან დაკავშირებით ევროკომისიის შეფასება უსამართლო და მიკერძოებულია -თურქეთის საგარეო უწყება
ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით უსამართლო და მიკერძოებულია, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ უსაფუძვლო პრეტენზიებს და უსამართლო კრიტიკას, განსაკუთრებით პოლიტიკურ კრიტერიუმებსა და სასამართლო და ფუნდამენტურ უფლებათა თავთან დაკავშირებით“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, ბრალდებები უსამართლოა და ხაზს უსვამს „ევროკავშირის მიდგომის არაგულწრფელობას და მკაფიო ორმაგ სტანდარტს“.
ცნობისათვის, ევროკომისიის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშში აღნიშნულია, რომ თურქეთს დემოკრატიულ სტანდარტებთან დაკავშირებით სერიოზული უკუსვლა აქვს.
ევროკომისიის შეფასებით, თურქეთი ტერორიზმთან ბრძოლაში არ იცავდა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პრინციპებს.