1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ბიძინა ივანიშვილი – ცენტრალური ფიგურა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის გეგმებში“
„ბიძინა ივანიშვილი – ცენტრალური ფიგურა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის გეგმებში“

„ბიძინა ივანიშვილი – ცენტრალური ფიგურა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის გეგმებში“

271
0

„ცენტრალური ფიგურა, რომლის სასარგებლოდ, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბანკს, ბერმუდის კუნძულების სასამართლოს მიერ, 600 მილიონი დოლარი ჩამოერთვა, ამჟამად საკვანძო როლს ასრულებს რუსეთის მხრიდან საქართველოს სავარაუდო შთანთქმაში“, – ნათქვამია სტატიაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის – ბერმუდის კუნძულების გაზეთ The Royal Gazette-ში (იბეჭდება ქალაქ ჰამილტონში) გამოქვეყნდა სათაურით  „ბიძინა ივანიშვილი – ცენტრალური ფიგურა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის გეგმებში“ (ავტორი – დევიდ ფოქსი). მასალაში განხილულია საქართველოს პოლიტიკური სიტუაცია, რუსეთთან და დასავლეთთან დამოკიდებულება, პრეზიდენტისა და პრემიერის კონფრონტაცია და მასში ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო როლი.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

საქართველოს პრემიერ-მინისტრს [ირაკლი ღარიბაშვილს] იმაში ადანაშაულებენ, რომ იგი პრორუსულად განწყობილი ქართველი ოლიგარქის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფება, რომელმაც თავისი სიმდიდრე რუსეთში დააგროვა და რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი  თავის პრემიერობას უნდა უმადლოდეს.

ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც საქართველოში „რუს ოლიგარქად“ თვლიან, ბერმუდის კუნძულების იურიდიულ წრეებში ცნობილია როგორც შვეიცარიული საბანკო გიგანტის „კრედიტ სუისის“ (Credit Suisse) მიმართ აღძრული სარჩელით, რომელიც მოგვიანებით გაკოტრდა.

მრავალი გახმაურებული სკანდალისა და იურიდიული მარცხის შემდეგ ბერმუდის კუნძულებისა და სინგაპურის სასამართლოებმა შვეიცარულ ბანკს სანქციები დაადეს მას შემდეგ, როცა დადასტურდა, რომ ბანკმა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ასობით მილიონი დოლარი დაკარგა.

2022 წლის მარტში ბერმუდის კუნძულების სასამართლომ დაადგინა, რომ მაგნატსა და მის ოჯახს შვეიცარიულმა ბანკმა ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი უნდა უნდა აუნაზღაუროს – „კრედის სუისის“ ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის თაღლითობის გამო.

ბანკის თანამშრომლის მიერ ჩადენილი თაღლითობის მსხვერპლი უბრალო ინვესტორი არ გახლავთ – ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს – საქართველოს მთავრობის მეთაური, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო. მისი სახლი თბილისში, რომლიდანაც საქართველოს დედაქალაქის მშვენიერი ხედი მოჩანს, 50 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

67 წლის ბიძინა ივანიშვილს უფრო მეტად იმით იცნობენ, რომ მას მჭიდრო კავშირები აქვს კრემლთან. ევროპელი კანონმდებლები უკვე დიდი ხანია ცდილობენ მის მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესებას. დასავლეთი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია ისეთი მატერიალურ-ფინანსური მოქმედებისათვის, რომელიც უკრაინის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. მას „საქართველოს არაფორმალურ მმართველსაც“ უწოდებენ, რომელიც ქვეყნის მთავრობას აკონტროლებს და სურს [ქართველი ხალხი] ევროპას დააშოროს.

საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული. საქართველოს ტერიტორიის გავლით, რაც საიდუმლოს არ წარმოადგენს, რუსეთი დასავლურ ტვირთებს იღებდა, რაც, ზოგიერთ შემთხვევებში, საერთაშორისო სანქციებს ეწინააღმდეგებოდა.

საქართველოში უამრავი რუსი ახალგაზრდა ჩავიდა რუსეთის არმიაში გაწვევისათვის თავის ასარიდებლად, მათ დაემატნენ რუსეთის ის მოქალაქეებიც, რომლებიც რუსულ მძიმე ცხოვრებას – ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს გამოექცნენ, განსაკუთრებით დასავლური სანქციების შემდეგ.

მაგრამ იმის კვალობაზე, რომ სულ უფრო რუსი მიდიოდა საქართველოში, რომლებიც ყიდულობდნენ მიწას და საცხოვრებელ ბინებს, ხსნიდნენ უამრავ კომპანიას, ქართველებს ეჭვი შეეპარათ და ფიქრი დაიწყეს, რომ საქართველოში რუსეთის „ჩუმი შეჭრა“ მიმდინარეობს. ამის შესახებ ამას წინათ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკული ტელეარხის გადაცემა „60 წუთშიც“ განაცხადა.

ქალბატონმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია [რუსეთის მოქმედების წინააღმდეგ] იმ ძლიერი ძალების გამო, რომლებიც კრემლის მიმართ სიმპათიებით არიან განწყობილნი, მათ შორის საქართველოს მთავრობაშიც. ასეთ ძალებს მიეკუთვნება ბიძინა ივანიშვილი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს სეიჭრა. სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ, 3 მარტს, საქართველომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად განაცხადი წარადგინა.

გამოკითხვების შედეგები აჩვენებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლეობა ევროკავშირის პერსპექტიულ წევრობას მიესალმება. მოსალოდნელია, რომ  70 წლის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქვეყნის მეთაურია 2018 წლიდან, საქართველოს უკანასკნელი პრეზიდენტი იქნება, საერთო-სახალხო წესით არჩეული.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა „60 წუთში“, მას ძალიან ანერვიულებს ის, რომ საკუთარ ქვეყანაში არიან მტრის ენაზე მოლაპარაკე მოქალაქეები და რომლებიც თავს ისე გრძნობენ, როგორც თავიანთ სახლებში. იგი შიშობს, რომ რუსეთი თავის ტრადიციულ ტაქტიკას გამოიყენებს და რუსი მოქალაქეების დაცვის საბაბით, საქართველოში შეიჭრება.

პრორუსულად განწყობილი ქართველი კანონმდებლები შეეცადნენ ხელი შეეშალათ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისათვის. რუსეთიც, თავის მხრივ, ინტერნეტით და ტელევიზიით პროპაგანდას უწევს ომს და ანტიდასავლურ დეზინფორმაციას ავრცელებს. კრემლი ისეთ პოლიტიკას ატარებს, რომელსაც საქართველო „ჰიბრიდულ ომს“ უწოდებს.

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რითაც ცივი ომი დასრულდა. რუსეთსა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტები ორჯერ მოხდა – 1992 და 2008 წლებში. როგორც ამბობენ, რუსეთი ყოფილი საბჭოთა იმპერიის აღდგენას ცდილობს. სწორედ ეს მოვლენები განაპირობებენ ქართველის ხალხის ნეგატიურ განწყობას რუსეთის მიმართ.

საქართველო და რუსეთის ერთმანეთის მოსაზღვრე სახელმწიფოები არიან, მაგრამ ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწვეტილი აქვს 2008 წლის ომის შემდეგ. ამის მიუხედავად, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, რაც ბევრ ქართველს არ მოსწონს.

წყარო