1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მნიშვნელოვანია საქართველოსა და ირანთან ურთიერთობების მეგობრული, თანამშრომლობითი ხასიათის კიდევ უფრო გაღრმავება -ნიკოლ ფაშინიანი
მნიშვნელოვანია საქართველოსა და ირანთან ურთიერთობების მეგობრული, თანამშრომლობითი ხასიათის კიდევ უფრო გაღრმავება -ნიკოლ ფაშინიანი

მნიშვნელოვანია საქართველოსა და ირანთან ურთიერთობების მეგობრული, თანამშრომლობითი ხასიათის კიდევ უფრო გაღრმავება -ნიკოლ ფაშინიანი

128
0

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის მთავრობა გეგმავს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას და თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას.

„აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია ჩვენს გეგმებშია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ამ გეგმის წინსვლა სომხეთის სახელმწიფო ინტერესებში შედის“, – განუცხადა ფაშინიანმა პარლამენტის წევრებს.

მისი თქმით, სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთადერთი ინსტრუმენტი მსოფლიო წესრიგის ნგრევის პირობებში არის სამშობლოს გაიგივება სახელმწიფოსთან, მის ტერიტორიასთან, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან.

„ამ აღქმიდან გამომდინარე საკვანძო, პრაქტიკული საკითხი, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, არის სახელმწიფოს გეოგრაფიული მდებარეობის გაცნობიერება და აღმოსავლეთ-დასავლეთის, ჩრდილოეთ-სამხრეთის შესახებ გლობალური დისკუსიის დაწყებამდე მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვმდებარეობთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, გვყავს ოთხი მეზობელი და ყველა ძირითადი საფრთხე და შესაძლებლობა, რაც შეიძლება გვქონდეს, მათთან ურთიერთობაში იმალება. ამ კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობების მეგობრული, თანამშრომლობითი ხასიათის კიდევ უფრო გაღრმავება“, – განაცხადა ფაშინიანმა.