უნდა შევეჩვიოთ აზრს, რომ ევროპაში ომი შესაძლებელია- გერმანიის თავდაცვის მინისტრი
190
0
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი საზოგადოებას ახალი მენტალობის შექმნისკენ მოუწოდებს ისეთი კრიზისების ფონზე, როგორიც ახლო აღმოსავლეთშია.
მისი თქმით, ევროპაში ომის საშიშროება არსებობს.
„ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ ევროპაში ომის საშიშროება შეიძლება იყოს“, – განაცხადა პისტორიუსმა.
მისივე თქმით, გერმანიას უნდა შეეძლოს თავის დაცვა. ეს ეხება როგორც ბუნდესვერს, ასევე საზოგადოებას.
„ჩვენ უნდა გავხდეთ ომისთვის შესაფერისად მომზადებულები“, – აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაცია არ გამოიწვევს უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერის შემცირებას.