ისრაელი მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, ეგვიპტე და იორდანია რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ
159
0
ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, ეგვიპტე და იორდანია რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ და ასევე თავი შეიკავონ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მაროკოში გამგზავრებისგან. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ეგვიპტესა და იორდანიასთან დაკავშირებით საფრთხის დონე 4-მდე, მაროკოსთან დაკავშირებით კი 3-მდე არის გაზრდილი.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მთავრობა რეკომენდაციას არ უწევს ისრაელის მოქალაქეების თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, მალაიზიაში, ბანგლადეშსა და ინდონეზიაში გამგზავრებასაც.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში ეგვიპტეში პოლიციელმა ორი ისრაელელი ტურისტი მოკლა.