1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვეტერანთა ჰოსპიტალს სომხეთის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დელეგაციასთან ერთად სტუმრობდა
ვეტერანთა ჰოსპიტალს სომხეთის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დელეგაციასთან ერთად სტუმრობდა

ვეტერანთა ჰოსპიტალს სომხეთის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დელეგაციასთან ერთად სტუმრობდა

223
0

ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორმა, ამურ რევიშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ვალერიან ძებისაშვილმა, ვეტერანთა ჰოსპიტალში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და სომხური დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს.

დელეგაციის ხელმძღვანელმა, სომხეთის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ალექსანდრე ავეტისიანმა, საპენსიო სამმართველოს უფროსმა, აშოტ სტეპანიანმა, თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ტიგრან არუთინიანმა, ფონდის ხელმძღვანელის მოადგილემ, სმბატ საიანმა, ვეტერანთა ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ჰოსპიტლის დირექტორმა, ამურ რევიშვილმა, სტუმრებს, მუშაობის სპეციფიკა გააცნო და იმ სამედიცინო სერვისებზე ესაუბრა, რომლებსაც კლინიკა სთავაზობს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

სომხური დელეგაციის წევრებთან ერთად, ვეტერანთა ჰოსპიტალში, ასევე, იმყოფებოდნენ – თავდაცვის სამინისტროს, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უფროსის მოადგილე, ნინო მხეიძე, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უფროსის მოადგილე, ოთარ აბულაძე, ამავე დეპარტამენტის სოციალური მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი, ლელა ჯიშკარიანი, სოციალური მხარდაჭერის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, გიორგი ჩაჩანიძე.

შეგახსენებთ, თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი აპარატურით აღჭურვილი ჰოსპიტალი, რომელიც მოიცავს ამბულატორიულ და სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრს დღის სტაციონარით, ვეტერანებს უსასყიდლოდ ემსახურება.