1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ევროკავშირი გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას”-პაველ ჰერჩინსკი
“ევროკავშირი გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას”-პაველ ჰერჩინსკი

“ევროკავშირი გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას”-პაველ ჰერჩინსკი

221
0

ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

„ახალი კანონზე ჩვენ ვნახეთ ომბუდსმენის პოზიცია, რომელმაც გამოხატა საკუთარი მოსაზრება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. რისი თქმაც მე შემიძლია, არის ის, რომ როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ვისკენაც არ უნდა იყოს მიმართული, ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა. ცვლილებებზე მსჯელობა დაჩქარებული წესით ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.