1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვმუშაობთ მთავრობასთან, სხვადასხვა უწყებასთან, მნიშვნელოვანია სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი”- კელი დეგნანი
“ვმუშაობთ მთავრობასთან, სხვადასხვა უწყებასთან, მნიშვნელოვანია სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი”- კელი დეგნანი

“ვმუშაობთ მთავრობასთან, სხვადასხვა უწყებასთან, მნიშვნელოვანია სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი”- კელი დეგნანი

301
0

მნიშვნელოვანია სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

ბათუმის პორტში სანქცირებული რუსული გემის შემოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო ამ მიმართულებით მუშაობს საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა უწყებასთან.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსწავლობთ მას და ზოგადად ასეთ აქტივობებს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ვმუშაობთ მთავრობასთან, სხვადასხვა უწყებასთან, იქნება ეს საბაჟო, საშემოსავლო სამსახური. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ამას სერიოზულად ეკიდება. ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასეთი მცდელობის, სანქციებისთვის თავი არიდების ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი და ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.