1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვიმედოვნებ, შევძლებთ ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის მშვიდობიან კალაპოტში გადატანას” – პუტინი
“ვიმედოვნებ, შევძლებთ ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის მშვიდობიან კალაპოტში გადატანას” – პუტინი

“ვიმედოვნებ, შევძლებთ ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის მშვიდობიან კალაპოტში გადატანას” – პუტინი

699
0

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება მჭიდრო კავშირშია ყარაბაღში კონფლიქტის ყველა მხარესთან და იმედი აქვს, სიტუაცია დეესკალაციისკენ და პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებისკენ წავა.

“ძალიან მჭიდრო კავშირში ვართ კონფლიქტის ყველა მხარესთან – ერევნის, სტეპანაკერტისა და ბაქოს ხელისუფლებებთან. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ დეესკალაციის მიღწევას და ამ პრობლემის გადაწყვეტის მშვიდობიან კალაპოტში გადატანას”, -აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან შეხვედრის წინ.

მისი თქმით, ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინასა და ყარაბაღში არსებულ ვითარებასაც განიხილავს.