15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღის პირველ ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ, რომ ურთიერთობა დაამყაროთ ადამიანებთან, რომლებიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებიან. გირჩევთ, პროფესიული პრობლემები არაფორმალურ გარემოში განიხილოთ – ეს გადაწყვეტილების პოვნას გააადვილებს. დღის მეორე ნახევარი სიფრთხილეს მოითხოვს. ეცადეთ, ილუზიების ტყვედ არ იქცეთ და რეალობა დაინახოთ. უფროსი ნათესავების რჩევები ძალიან დაგეხმარებათ.
კურო
ნაყოფიერი და საინტერესო დღეა. შესაძლებლობა გექნებათ, დაწყებული პროექტი დაასრულოთ და სხვა ადამიანებს დაეხმაროთ. შეგიძლიათ დაიწყოთ საქმე, რომელიც მდიდარი წარმოსახვის უნარს და შემოქმედებით უნარებს მოითხოვს. ადამიანები, რომლებიც კარგად გიცნობენ, თქვენს ღირსებებს კიდევ ერთხელ დააფასებენ.
ტყუპები
მიზნების მისაღწევად ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოგიწევთ, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. საბედნიეროდ, ახლოს არიან ადამიანები, რომლებსაც შეგიძლიათ რჩევისა და დახმარებისთვის მიმართოთ. თავი შეიკავეთ უსარგებლო ნივთების შეძენისგან და ეცადეთ ფული უფრო ეკონომიურად ხარჯოთ.
კირჩხიბი
დღის პირველი ნახევარი იმედებს გაგიმართლებთ – მიზნის მიღწევა იმაზე ადვილი აღმოჩნდება, ვიდრე ფიქრობდით. ხშირად ამაში ისეთი ადამიანები დაგეხმარებიან, ვისგანაც მხარდაჭერას ან უბრალოდ, კარგ დამოკიდებულებასაც არ ელოდით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია გაუგებრობები. არ ინერვიულოთ – ყველაფერი კარგად იქნება. ახლა ყველაზე მეტად თავდაჯერება და სიმტკიცე გჭირდებათ.
ლომი
საქმიანი ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. მხარდაჭერას მათგანაც კი მიიღებთ, ვისაც საკუთარ მოკავშირედ არასოდეს თვლიდით. შესაძლებლობა გექნებათ, რომ კარიერული მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდოთ.
გირჩევთ, შემოსული ინფორმაცია გამუდმებით აკონტროლოთ, რათა მხედველობიდან არაფერი გამოგრჩეთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა უამრავ პოზიტიურ ემოციას მოგიტანთ. შესანიშნავი დღეა გრძნობების აღიარებისთვის.
ქალწული
ამ დღეს იმაზე მეტად მოუთმენელი ხართ, ვიდრე ოდესმე. თქვენი მონდომება და პრინციპულობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ბევრი ქალწული კონკურენტების დამარცხებას შეძლებს, მაგრამ მეგობრებთან ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს.
უფროსი ნათესავები თქვენი ქმედებებითა და სამომავლო გეგმებით უკმაყოფილოები არიან. ეცადეთ ღია კონფლიქტი თავიდან აიცილოთ – წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.
სასწორი
ცდილობთ, ერთდროულად რამდენიმე პრობლემა დაძლიოთ. ეს არასწორი სტრატეგიაა, ამიტომ გირჩევთ, სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, უკვე დაწყებული საქმეები დაასრულოთ.
ხელსაყრელი დღეა დასვენების გართობის, მოგზაურობისა და ექსკურსიებისთვის. ამ დღეს გაცნობილ ადამიანთან ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა გელით.
მორიელი
იღბლიანი დღეა. ინტუიცია გიკარნახებთ, რა და როდის უნდა გააკეთოთ. ენდეთ და იმას მიიღებთ, რაზედაც ოცნებობდით. ზოგჯერ მიზნის მისაღწევად რისკზე წასვლა გიწევთ, თუმცა ეს სულაც არ გაშინებთ.
სავარაუდოდ, მომგებიან გარიგებას დადებთ და ფინანსურ შემოსავალს მიიღებთ. როცა საქმე ფულს ეხება, შეცდომებს არ უშვებთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები გელით.
მშვილდოსანი
ამ დღეს თქვენი ამოცანა ახლობელი ადამიანის დახმარებაა. თუ ამ ადამიანს პრობლემები აქვს, ეცადეთ, მოთმინებით მოუსმინოთ და პრაქტიკული რჩევებით დაეხმაროთ. მთავარია, მზრუნველობა აკვიატებაში არ გადაიზარდოს და თავი არ მოაბეზროთ.
თხის რქა
დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია საქმიანი შეხვედრების და მოლაპარაკებებისთვის. ამ დღეს საერთო ენას არაკეთილგანწყობილ ადამიანებთანაც კი იპოვით, მაგრამ ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები საბოლოო არ იქნება.
დღის მეორე ნახევარში საქმიანი აქტივობა მცირდება, სამაგიეროდ, ძველ მეგობრებთან გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენის შანსი გექნებათ.
მერწყული
მოულოდნელი სიახლე ძალიან გაგახარებთ. დროულად მიღებული ინფორმაცია საშუალებას მოგცემთ გაურკვეველ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.
ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. ამ დღეს შეძენილი ნივთები იმედებს გაგიმართლებთ და დიდხანს მოგემსახურებათ. დღის მეორე ნახევარში საინტერესო ადამიანებთან სასიამოვნო შეხვედრა გელით. ამიტომ ნუ მოერიდებით ხალხმრავალ შეკრებებს – იქ სასარგებლო კონტაქტების დამყარებას შეძლებთ.
თევზები
გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ, განსაკუთრებით – თუ ის გავლენიანი ადამიანების მონაწილეობას მოითხოვს. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია სამუშაოსთვის, რომელიც სიზუსტეს და დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს.
თუ უმიზეზო სევდა მოგეძალათ, მარტო ნუ დარჩებით – ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, ვინც თქვენი განწყობის ამაღლებაზე იზრუნებს.