1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არახამიას და გარკვეულ ჯგუფს ინტერესი აქვს საქართველოში განვითარდეს რევოლუციური პროცესი”- ვოლსკი
“არახამიას და გარკვეულ ჯგუფს ინტერესი აქვს საქართველოში განვითარდეს რევოლუციური პროცესი”- ვოლსკი

“არახამიას და გარკვეულ ჯგუფს ინტერესი აქვს საქართველოში განვითარდეს რევოლუციური პროცესი”- ვოლსკი

511
0

“​არახამიას და გარკვეულ ჯგუფს ინტერესი აქვს საქართველოში რევოლუციური პროცესი განვითარდეს,” – ასე გამოეხმაურა  პარლამენტის პირველი ვიცე – სპიკერი,  გიორგი  ვოლსკი 

უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებებს.

 

მისივე თქმით, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა “მეორე ფრონტის” გახსნის საკითხიც.

 

“პარლამენტში არიან შეძლებული ადამიანები, ბიზნესიდან მოსული ადამიანები, რომლებსაც შესაძლებლობაც აქვს, მათ შორის უცხოეთშიც იქონიოს ანგარიში. ასეთი რამდენია და ვინ არის, არ ვიცი, მაგრამ ამაში დასაძრახი არაფერია. გამოვრიცხავ ისეთ მონაცემებს, რომელიც აქვს არახამიას და არ აქვს უფრო კომპეტენტურ სტრუქტურებს. თუ მკითხავთ, აბა რა ინტერესი აქვს არახამიას, კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ მას და ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ინტერესი აქვს საქართველოში განვითარდეს რევოლუციური პროცესი და ამან ყველაფერმა მიგვიყვანოს ქაოსამდე, ცვლილებამდე, დესტაბილიზაციამდე და საბოლოო ჯამში, მეორე ფრონტის გახსნის იდეა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ამას თუ ღიად ლაპარაკობდნენ აქამდე, ახლა შეამჩნიეს, რომ საზოგადოებაში ამას პოპულარობა არ აქვს და შემოვლითი გზით გადაწყვიტეს შემოტევა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

ვოლსკი გამოეხმაურა ბათუმის პორტში შესული თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ გემთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ

 

“გამორიცხულია რაიმე მონაცემი ჰქონდეს არახამიას და არ ჰქონდეთ ქვეყნებს, ვისთანაც ვმეგობრობთ. სულ ახლახანს იყო საუბარი, რომ ტანკერი შემოვიდა საქართველოს პორტში, რომელსაც მოჰქონდა რუსული ნავთობი და როცა “ნაცმოძრაობამ” გაიგო ამის თაობაზე, დაიწყეს საბუთების გადაკეთება, ვითომ ყაზახეთის კუთვნილებაა ეს ტვირთი. სიცრუის მასშტაბს დაუკვირდით – თურქეთი თავის გემით, რუსეთი ნავთობით, ყაზახეთი დოკუმენტების გაყალბებით და მეორე მხრივ, საქართველო ჩართულია სქემაში, როდესაც უნდა შემოვიდეს სანქცირებული ტვირთი და თან ამერიკელების მიერ აშენებულ პორტში. ამბობენ, რაც უფრო ძლიერია სიცრუე, უფრო დამაჯერებელი ხდებაო. უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერი ტანკერის გადაადგილება, მით უმეტეს თუ მასზე ნავთობია, კონტროლდება სერიოზული და მაღალი დონის ტექნიკური მონაცემებით. რაც შეეხება გემს, გემი არც ერთ პორტზე არ შემოსულა, რეიდზე იდგა და როგორც კი დარწმუნდა ქართული მხარე, რომ ამაში აკრძალული ტვირთი იყო, არ შემოუშვა პორტში, დანარჩენი გაარკვიონ იმათ ვისი გემიც იყო და ვისი ტვირთიც იყო” , – განაცხადა ვოლსკიმ.

 

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი ობიექტური ინფორმაცია გაჩნდა, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. ამის შესახებ განცხადება მან „ტელეგრამის“ არხზე გაავრცელა. არახამიას თქმით, მალე ხელმისაწვდომი გახდება მონაცემები საქართველოდან ბევრი სახელისუფლებო დეპუტატისა და მინისტრის საზღვარგარეთ ტრანზაქციებისა და ანგარიშების შესახებ. მისივე მტკიცებით, ასევე ცნობილი გახდება ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული იმაში, რომ დაეხმაროს ტერორიზმის სპონსორ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში.