მოლდოვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა
502
0
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, მაია სანდუ უკრაინის რამდენიმე ქალაქში ჩავა. კერძოდ, ბოროდიანკაში, ბუჩასა და ირპენში.
ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ქალაქების მონახულების შემდეგ მაია სანდუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ამასთან, მაია სანდუსა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი ევროსაბჭოს მიერ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ 22 ივნისს შედგა.