1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წელი გავიდა
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წელი გავიდა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წელი გავიდა

614
0

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტს.

ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ ახალ ეტაპზე გადაიყვანა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და დასაბამი დაუდო საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს.

საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის გაიხსნა 500-მილიონიანი ევროკავშირის ბაზარი, გაიზარდა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის, გაიზარდა საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

2016 წლის 1-ელ ივლისს კი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, მისი 431-ე მუხლის თანახმად, ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც 23 მაისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე.

რატიფიკაციის პროცესი ორ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტი, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოები. შეთანხმების უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში რატიფიკაცია ცალსახად წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდაჭერას.

2016 წლის 1-ლი ივლისიდან ასოცირების შეთანხმება უკვე ოფიციალურად გახდა ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო. ამ დღეს, ოფიციალურად ამოქმედდა ხელშეკრულების ყველა დებულება და საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს, შეუქცევადად და სრულმასშტაბიანად წარიმართა.

2022 წლის 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, წევრობის კანდიდატობას კი დასახული პირობების შესრულების შემდეგ მიიღებს