გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციას ავრცელებს
336
0
სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ქარი გაძლიერდება. სპეციალისტები ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის ვარდნას ელოდებიან.
„დღის მეორე ნახევრიდან, ხვალ დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი ელჭექი. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა იქნება 28-33 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში – 26-31 გრადუსი. თბილისშიც ხანმოკლე წვიმას ველოდებით დღის მეორე ნახევარში. 5 სექტემბრიდან გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს“, – განაცხადა სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა.