1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჩვენ სამშობლოს რა უქენით ბიძინასთან ერთად?” – ზურაბ მარშანია რომან გოცირიძეს
“ჩვენ სამშობლოს რა უქენით ბიძინასთან ერთად?”  –  ზურაბ მარშანია რომან გოცირიძეს

“ჩვენ სამშობლოს რა უქენით ბიძინასთან ერთად?” – ზურაბ მარშანია რომან გოცირიძეს

577
0

“2012 წლისათვის ბოლომდე დისკრედიტირებულებს, გეხელთათ დრო და “ქართული ოცნების” მმართველობის დროს ერთადერთი ოპოზიციური ძალის სტატუსი მიგეღოთ. კი მიიღეთ ეს, მაგრამ ჩვენ სამშობლოს რა უქენით ბიძინასთან ერთად? ხომ დატოვეთ ევროპის მიღმა? ფუი თქვენ ვაჟკაცობას! – ასე პასუხობს  სოციალურ ქსელში ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ზურაბ მარშანია, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებას  –  ხელისუფლებაში რომ მოვალთ, სამართლიან სასამართლოს დავამკვიდრებთო”

“როგორც ჩვენი მედიიდან გავიგე, საქართველოს პარლამენტის წევრს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან რომან გოცირიძეს სხდომაზე, არც მეტი და არც ნაკლები, უთქვამს: “ჩვენ დავამკვიდრებთ საქართველოში სამართლიან სასამართლოსო”.  – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ზურაბ მარშანია

არ შემეძლო მისთვის არ მეპასუხა, რასაც ქვემოთ წარმოგიდგენთ. როგორ ამბობ ამას რომან? არ წითლდები? რა გიშლიდათ ხელს 9 წლის განმავლობაში დაგემკვიდრებინათ “სამართლიანი სასამართლო”? რა იყო მიშას სასამართლო მეც გამოვცადე ჩემი ჯანმრთელობის დანგრევისა და სიკვდილის პირას მისვლის ფასად.

მე კი გადავრჩი უფლის ნებით, ორჯერ მოვერიე სასიკვდილო სნეულებას, მაგრამ სხვები? სხვებმა ხომ საკუთარი და ახლობლების სიცოცხლით ზღეს თქვენი გათახსირებული, მართვადი და დაუნდობელი სასამართლოს უსამართლო განაჩენები. ღმერთი ყველაფერს ხედავს და როგორც ერთხელ ვიწინასწარმეტყველე  (თქვენი მმართველობის პერიოდში) საქართველოს  ყოფილ, ზვიად გამსახურდიას მიერ დანიშნულ, გენერალურ პროკურორთან ვაჟა აბაკელიასთან საუბარში, მოგიბრუნდათ უკან თქვენივე შექმნილი მონსტრი და მიშასვე სასამართლომ (რომელიც ისევე გახდა ბიძინას რეჟიმის ბურჯი თქვენი სისხლიანი რეჟიმის ბურჯი როგორიც იყო) გამოუტანა თქვენს ბელადს განაჩენი.

მართალია, დიდი დრო გავიდა თქვენს შემდეგ, მომავალზე ფიქრია საჭირო, მაგრამ თქვენ რა გააკეთეთ საქართველოს მომავლისათვის? რა გააკეთეთ  იმისათვის, რომ “მიშა მოვა, მიშა მოვას”  ძახილით ივანიშვილი/კობახიძის ოცნებას, ხალხში დამკვიდრებული მიშას დაბრუნების შიშით უკლებლივ ყველა არჩევნები რომ არ მოეგო? ვერ ხვდები რომან, რომ ხალხი ვერ დაიჯერებს მიშა სააკაშვილისა და ნაცმოს სავლედან პავლედ გადაქცევას? ამას დიდი მიხვედრა უნდა? რატომ არ წახვედით ყველა ერთიანად პოლიტიკიდან, სააკაშვილის თამადობით, რათა “ქართული ოცნების” არაკომპეტენტური, არაევროპული მთავრობის ნაცვლად ხელისუფლებაში პროევროპული ძალები მოსულიყვნენ? რატომ რომან რატომ??? ალბათ იმიტომ, რომ თქვენც გესარგებლათ კონიუნქტურით.

2012 წლისათვის ბოლომდე დისკრედიტირებულებს, გეხელთათ დრო და “ქართული ოცნების” მმართველობის დროს ერთადერთი ოპოზიციური ძალის სტატუსი მიგეღოთ. კი მიიღეთ ეს, მაგრამ ჩვენ სამშობლოს რა უქენით ბიძინასთან ერთად? ხომ დატოვეთ ევროპის მიღმა? ფუი თქვენ ვაჟკაცობას!

 

თავიდან ბოლომდე ვემხრობი ჩვენი ახალგაზრდობის (და არა თქვენ მიერ) ორგანიზებულ პროტესტს მიმართულს  ღარიბაშვილის მთავრობის კურსის წინააღმდეგ. განსაკუთრებით მომწონს ცნობილი ლოზუნგი “სირცხვილია”. დიახ, საქართველოს სირცხვილია, როცა ჩვენი პარლამენტის შემადგენლობის 90%-ზე მეტი “ქართული ოცნებისა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან. ეგრე ჩვენ ვერასოდეს ვერ დავაღწევთ თავს ბიძინას მმართველობას, რომლის ერთი მწარე შედეგი – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაკარგვა, საქართველომ უკვე იწვნია. შეიცოდეთ სამშობლო რომან! შეიცოდეთ თუნდაც თქვენი დაბნეული მომხრეები! თქვენ მიეცით პირველმა ზნეობრიობის მაგალითი. მოუწოდეთ მიშასა და ბიძინას პოლიტიკიდან ხელიხელჩაკიდებული,  სამუდამოდ და რეალურად (არა მოჩვენებითად – დენ სიაო პინივით) წასვლა. ეს დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში და მიგვიყვანს კიდეც ევროპამდე. მე მჯერა, რომ თქვენც ეგ გინდათ,”- “- წერს ზურაბ მარშანია.