13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ვარსკვლავები გირჩევენ, რამდენიმე საქმის ერდროულად კეთებას მოერიდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თქვენი პრობლემების რიცხვი გაიზარდოს. მოსალოდნელი შეცდომები თავიდან რომ აიცილოთ, გირჩევთ, დახმარება მეგობრებს სთხოვოთ – ხვალ ისინი არა მარტო სიტყვით, საქმითაც დაგეხმარებიან.
კურო
დღის განმავლობაში ეცადეთ, თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენები აკონტროლოთ და სწრაფად ცვლად სიტუაციას შეეგუოთ. თუ ამას შეძლებთ, თქვენი შემოსავალი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს. თუ მოვლენებს დინებაზე მიუშვებთ, შეიძლება ისიც დაკარგოთ, რაც გაქვთ, თქვენი შანსებით კი თქვენი კონკურენტი ისარგებლებს.
ტყუპები
ამბობენ, რომ ფულს სუნი არ აქვს, მაგრამ მის მოახლოებას ყნოსვით ხვდებით და საფულის შევსების შანსს ხელიდან არ უშვებთ. შესანიშნავი დღეა ყიდვა-გაყიდვის ან ფინანსური იდეების განხილვისთვის. მალე შეგიძლიათ უფროსს ხელფასის გაზრდაც სთხოვოთ, თუ ამისთვის კარგი არგუმენტები გაქვთ.
კირჩხიბი
ამ დღეს გაკვირვებული აღმოაჩენთ, რომ ადამიანებს იზიდავთ: კოლეგები რჩევას გთხოვენ, მეგობრები სასაუბროდ გიწვევენ და მტრებიც კი ცდილობენ, კორექტულობის ზღვარს არ გადავიდნენ. ასეთი დამოკიდებულების მიზეზი ისაა, რომ დილიდან მშვიდ თავდაჯერებას „ასხივებთ“, რაც გარშემო მყოფ ადამიანებზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს განწყობა ცხოვრების წესად აქციოთ და ის თქვენს მომავალს უკეთესობისკენ შეცვლის.
ლომი
სამყაროს ახლებური ხედვა ძველი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ – შეიძლება შეცდომა იქ დაინახოთ, სადაც ვერავინ ხედავს. ამ დღეს თქვენს მზერას – გაცილებით მეტის დანახვა, ხელებს კი გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლიათ და ეს აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.
ქალწული
ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ ქალწულსაც კი დღის განმავლობაში უამრავი დამთხვევა ელის! შესაძლოა, სახლში მთელი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ერთდროულად გამოვიდეს წყობიდან ან ვინმემ ზედიზედ რამდენჯერმე შეცდომა დაუშვას. გასაკვირი არ არის, რომ ეს ყველაფერი საქმეზე კონცენტრირებაში ხელს გიშლით. სამაგიეროდ, შემოქმედებითი საქმიანობისთვის უკეთეს დღეს ვერ იპოვით.
სასწორი
უიშვიათესი შესაძლებლობა გექნებათ, რომ გავლენიანი პირის მფარველობა მიიღოთ. ამ დღეს მაღალჩინოსნებზე არაფორმალურ გარემოში შესანიშნავ შთაბეჭდილებას მოახდენთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთელი დღის განმავლობაში მზად უნდა იყოთ – მნიშვნელოვანი საუბარი ნებისმიერ დროს შეიძლება შედგეს!
მორიელი
ვარსკვლავები კომუნიკაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმეში წარმატებას გპირდებიან. ხვალ ყველაფერი ადვილად გამოგივათ და დაბრკოლება არაფერში არ შეგხვდებათ. ეცადეთ, ეს უნიკალური შესაძლებლობა გამოიყენოთ, რათა საკუთარი ცხოვრება ახალ სიმაღლეზე აიყვანოთ.
მშვილდოსანი
მცირე უსიამოვნებები ძალების მოკრეფას გაიძულებთ. სიტუაცია სწრაფად იცვლება, რაც გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას მოითხოვს. ეს შესანიშნავი შანსია, რომ საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოთ და გარშემო მყოფებს საკუთარი უპირატესობა დაუმტკიცოთ. სავარაუდოდ, მეორედ ასეთი შანსი დიდხანს აღარ მოგეცემათ.
თხის რქა
სიტუაცია თქვენგან ერთდროულად რამდენიმე ადგილზე ყოფნას ან რამდენიმე საკითხზე მუშაობას მოითხოვს, თანაც შემჭიდროებულ ვადებში. როგორი დატვირთულიც არ უნდა იყოს თქვენი ხვალინდელი გრაფიკი, ვარსკვლავები გირჩევენ, ჯერ ერთი საქმე დაასრულოთ და შემდეგ შეუდგეთ მეორეს, ვიდრე ათ კურდღელს ერთად სდიოთ და ვერცერთი დაიჭიროთ.
მერწყული
თანამოაზრეთა დახმარებით პრობლემების უმეტესობას ჩვეულზე უფრო მარტივად გაუმკლავდებით და შეუძლებელსაც კი შეძლებთ. ბევრ კითხვაზე პასუხს თავად მიიღებთ, ზოგიერთის პასუხს კი თანაგუნდელები გაპოვნინებენ. თავადაც ხომ ბევრჯერ დაეხმარებით მათ, ვისაც ეს სჭირდება?
თევზები
ამ დღის დევიზია „რასაც დათეს, იმას მოიმკი“. შესაბამისად, თუ სხვების მიმართ აგრესიული ხართ, მათგანაც აგრესიას მიიღებთ, მაგრამ უპასუხოდ არც თქვენი კეთილი საქმეები დარჩება და ორჯერ მეტი დაგიბრუნდებათ. მოექეცით სხვებს ისე, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ და არ ინანებთ.