შოვიდან უკვე ოთხი საევაკუაციო რეისი შესრულდა, გამოყვანილია 80-ზე მეტი ადამიანი
696
0
შოვიდან ონის ცენტრის მიმართულებით უკვე ოთხი საევაკუაციო რეისი შესრულდა.
ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 80-ზე მეტი ადამიანი.
ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანა დილიდან განახლდა.
გვიან ღამით სტიქიის ზონაში დამატებითი სამაშველო ჯგუფი ჩავიდა, მიმდინარეობდა სპეცტექნიკისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი მოეწყო ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში.
შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომლის ნომერია – 598 913 089.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.