ოპოზიცია სრულ პანიკასა და ისტერიაშია- რატი იონათამიშვილი
157
0
არჩევნებამდე დარჩენილია ერთ წელი და ვხედავთ, რომ ოპოზიცია სრულ პანიკასა და ისტერიაშია, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი,
ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნასთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას
როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, მძიმე საყურებელია ოპოზიცია.
„არჩევნებამდე დარჩენილია ერთი წელი და ვხედავთ, რომ ეს ადამიანები სრულ პანიკასა და ისტერიაში არიან. მათ უკვე აღიარებული აქვთ საკუთარი მარცხი და უპერსპექტივობა. ეს ბუნებრივიც არის, რადგან მათ დემოკრატიასთან არანაირი საერთო არ აქვთ, ისინი არიან პოპულისტი ადამიანები, რომელთაც მხოლოდ შურისძიება ამოძრავებთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.