1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1.69K
0

ვერძი

შეიძლება ადამიანზე, მოვლენაზე ან პრობლემაზე აზრის შეცვლა მოგიწიოთ – ახალ ფაქტები გაჩნდება, რომლებსაც ანგარიში უნდა გაუწიოთ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ მოულოდნელი ინფორმაციის მიღებისთვის მოემზადოთ.

კურო

ნებისმიერ ურთიერთობაში საკუთარი პოზიციის დაცვას ჯიუტად ცდილობთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ დილიდან უჩვეულოდ გაღიზიანებული და ემოციური ხართ, გასაკვირი არ არის, რომ ყველგან კონფლიქტებს იწვევთ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენი აზრები თქვენთვის შეინახოთ და კომპრომისზე წასასვლელად მოემზადოთ.

ტყუპები

გსურთ, რომ თქვენს გარშემო ყველაფერი იდეალურად იყოს. ამისთვის ცდილობთ რიგში სული, აზრები და სამუშაო მაგიდა მოაწესრიგოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად გარშემო მყოფთა არაორგანიზებულობა და სიზარმაცე გაბრაზებთ და შესაძლოა, ამის შესახებ პირდაპირ სახეში მიახალოთ.

კირჩხიბი

ცდილობთ, საგნების არსს ატომებსა და მოლეკულებამდე ჩასწვდეთ, თუმცა ამან შეიძლება ახალ, მოულოდნელ დასკვნებამდე მიგიყვანოთ. გამჭრიახ კირჩხიბს შანსი აქვს, რომ უმარტივეს ყოველდღიურ საქმეებშიც კი საინტერესო სიახლეები აღმოაჩინოს. გამონახეთ დრო დიდი ხნის უნახავი ნათესავების მონახულებისთვის.

ლომი

ამ დღეს ვიღაცამ შეიძლება საქმეში ჩაგითრიოთ, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ფულს უკავშირდება. ეს შეიძლება უფროსებთან ხელფასის მომატებაზე საუბარი ან მეუღლესთან ფულის ფლანგვის გამო დაწყებული კამათი იყოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ასეთი საუბრების დროს ემოციები აკონტროლოთ დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით არავინ გაანაწყენოთ – უკმაყოფილება და ორმხრივი პრეტენზიები შეიძლება ურთიერთობაზე უარყოფითად აისახოს.

ქალწული

თქვენს ხმაში დროდადრო მბრძანებლური ნოტები ჟღერს – ცდილობთ გარშემო მყოფებს საკუთარი სიმართლე დაუმტკიცოთ. საკუთარ თავში იმდენად დარწმუნებული ხართ, რომ მათი მხრიდან დახმარების თხოვნაზე უარის თქვას დივერსიად აფასებთ. მთელმა დღემ რომ უაზრო კამათში არ ჩაიაროს, ეცადეთ ვნებები დაიცხროთ და გარშემო მყოფებზე ზეწოლა შეამციროთ.

სასწორი

მშვენიერი დღეა ვინმესთან ურთიერთობის გასარკვევად თუ ასეთი საჭიროება არსებობს. ის რაზეც ადრე ლაპარაკს ვერ ბედავდით, კითხვები, რომელთა დასმას ვერ ახერხებდით – ამ დღეს ყველაფერზე თამამად საუბარი შეგიძლიათ და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

მორიელი

ზოგ საკითხში თქვენს რწმენას შეიძლება ბზარი გაუჩნდეს. ის, რაშიც ის 100%-ით დარწმუნებული იყავით, შეიძლება განსხვავებული აღმოჩნდეს. გამორიცხული არ არის, რომ რაღაც საკითხზე აზრი თავად შეიცვალოთ. ასეა თუ ისე, გირჩევთ ცვლილებისთვის მოემზადოთ, თუნდაც ეს წარმოსახვითი ცვლილება იყოს.

მშვილდოსანი

ამ დღეს ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო საკითხში ბოლომდე გარკვევას ცდილობთ! საქმეებში ან სიტყვებში უმცირესი გაურკვევლობაც კი გაღიზიანებთ და გაიძულებთ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ. იმდენ კითხვას დასვამთ, რომ გარშემო მყოფებს თავს მოაბეზრებთ, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ თუ ყველა გაგირბით.

თხის რქა

ამ დღეს უნდა გადაწყვიტოთ, ცხოვრებიდან რა უნდა მოიცილოთ, რომ ახლისთვის ადგილი გაათავისუფლოთ. შესაძლოა, ეს მოძველებული იდეები, არარეალური გეგმები, შეუძლებელი ვალდებულებების ტვირთი, ძველი ავეჯი ან რაღაც სხვა იყოს. დროა დაემშვიდობოთ იმას, რაც განვითარებაში ხელს გიშლით და რეალურ პერსპექტივებს მიესალმოთ.

მერწყული

ამ დღეს კომპრომისებისკენ განწყობილი არ ხართ. მზად იყავით იმისთვის, რომ სამყაროს შავ-თეთრად დაყოფის მცდელობა გარშემო მყოფთა წინააღმდეგობას წააწყდება. თქვენი ემოციურობა და სამართლიანობისკენ სწრაფვა შეიძლება ურთიერთობების გარკვევით და კამათით დასრულდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, გათავისუფლდით ილუზიისგან, რომ ვინმესთვის რამის დამტკიცებას შეძლებთ – ხვალ ეს ნამდვილად არ გამოგივათ.

თევზები

ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, სერიოზული გადაწყვეტილების მიღებისას არ იჩქაროთ. სავარაუდოდ, რაღაც ვერ გაითვალისწინეთ ან ყველა ინფორმაციას არ ფლობთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ გამოცდილ ადამიანებს ესაუბროთ, საჭირო ლიტერატურას გაეცნოთ და ფაქტები შეისწავლოთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ ბრძოლაში თამამად ჩაერთოთ.