ნატომ რუსეთის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვის გეგმა დაამტკიცა
394
0
ნატომ რუსეთის ფედერაციის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვის გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნატოს წევრებმა მიაღწიეს შეთანხმებას თავდაცვის გეგმის შესახებ, სადაც დაწვრილებით არის გაწერილი, თუ რას მოიმოქმედებს ალიანსი რუსეთის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ. ამ დრომდე აღნიშნული გეგმის დამტკიცებას თურქეთი ბლოკავდა.
„ნატო ათწლეულების მანძილზე ვერ ხედავდა ფართომასშტაბიანი თავდაცვის გეგმების საჭიროებას, რადგან ის ებრძოდა მცირე ომებს ავღანეთსა და ერაყში და გრძნობდა, რომ პოსტსაბჭოთა რუსეთი აღარ წარმოადგენდა ეგზისტენციალურ საფრთხეს, თუმცა სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინაში, საკითხი ახლებურად დაანახა“, – აღნიშნავს გამოცემა.