1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება ძლიერი სიგნალი მსოფლიოსთვის” – ზელენსკი
“უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება ძლიერი სიგნალი მსოფლიოსთვის” – ზელენსკი

“უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება ძლიერი სიგნალი მსოფლიოსთვის” – ზელენსკი

225
0

რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებით იმარჯვებენ მთელი რიგი ქვეყნები – საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიის ქვეყნები. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ნატო-ს უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემისკენ მოუწოდა.

„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება ძლიერი სიგნალი მსოფლიოსთვის, რომ ეს არის ალიანსი, რომელიც იცავს და ალიანსი, რომელსაც აქვს გამარჯვების გამოცდილება და მორალური უპირატესობა. ამის რეალობად ქცევისთვის საჭიროა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ალიანსიდან გადაწყვეტილებების მიღებისას კრემლისკენ გახედვა შეწყვიტონ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, რუსეთის შიდა ძალებიც კი აღარ უყურებენ „კრემლის სუსტ პატრონს“.

პრეზიდენტის განცხადებით, ნატო იქნება უსაფრთხოების გარანტია უკრაინისთვის და უკრაინული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები უზრუნველყოფენ ნატო-ს სხვა წევრების უსაფრთხოებასა და დაცვას.

ზელენსკის შეფასებით, „ნებისმიერი გაყინული კონფლიქტი ომია, ომი, რომელიც გარდაუვალად გაღვივდება და კითხვა მდგომარეობს მხოლოდ იმაში, როდის მოხდება ეს, რამდენ სიცოცხლეს შეიწირავს“.

„სწორედ ამიტომ უკრაინის მშვიდობის ფორმულას უნივერსალური სარგებელი გააჩნია: უკრაინა არასდროს დათანხმდება გაყინული კონფლიქტის არცერთ ვარიანტს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.