1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ,,ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა: „ჩვენ ამ კანონს დავარქმევთ რუსულს“- ყაველაშვილი
,,ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა: „ჩვენ ამ კანონს დავარქმევთ რუსულს“- ყაველაშვილი

,,ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა: „ჩვენ ამ კანონს დავარქმევთ რუსულს“- ყაველაშვილი

190
0

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, აგენტების ამერიკულ კანონს „რუსული“ საქართველოში აშშ-ის საელჩოში დაერქვა. ამ თემაზე „ხალხის ძალის“ წევრმა მედიასთან ისაუბრა.

„სანამ ამ კანონპროექტზე დავიწყებდით საუბარს, წლის ბოლოს გავაკეთეთ კომენტარი, რომ ვიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას. შემდეგ ბრიფინგი გვქონდა, სადაც პირდაპირ დავაანონსეთ, რომ არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ, არასამთავრობო სექტორს ეხება და ა.შ. და პირდაპირ იყო შეტევა. გვქონდა კულუარული ინფორმაცია, რომ როგორც კი გაიგეს ამ კანონის შესახებ, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა: „ჩვენ ამ კანონს დავარქმევთ რუსულს, ასე მოვნათლავთ და ასე იქნება საზოგადოებისთვის მიწოდებული“, – განაცხადა ყაველაშვილმა.