“ეს სუვერენიტეტის დასაცავად გამოსული ხალხი ვისგან იცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს? “- თინა ხიდაშელი
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში 30 აპრილს გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის ორგანიზებით გამართულ აქციას ეხმიანება.
„ეს სუვერენიტეტის დასაცავად გამოსული ხალხი ვისგან იცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს? და გვერდში გუშინ ევროკავშირის დროშას რომ წვავდა ის ხალხი რომ გიდგათ რა მესიჯის მატარებელი ხართ? ევროკავშირი გვართმევს სუვერენიტეტს?
და მერე გაოცებულები რომ წერთ რუსეთუმეებს რატომ გვეძახიანო?
კი ვიცი არაფრის მომცემი სტატუსია, მაინც ვერაფერს გაიგებენ და ეს კითხვებიც არაფრის მომცემი და არაფრისმთქმელია მათთვის მაგრამ ნეიტრალიტეტიო, ამერიკული ჩექმაო და ასეთი კრეტინობები რომ მოვისმინე შევეცადე მშვიდად დამეწერა“, – წერს ხიდაშელი.
30 აპრილს თბილსში, რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართა სახელწოდებით – „მოვდივარ!“ შეკრების სლოგანი იყო – „არა ომს!“ „მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“.