1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა

318
0

პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ.

სხდომაზე დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, საწინაამღდეგო მოთხოვნა ჰქონდა პროკურორს, რომეიც ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

ლაზარე გრიგორიადისმა სხდომაზე აღნიშნა, რომ მას მიმალვა არ სურს.

„მიმალვის სურვილი რომ მქონოდა, ერთ თვეში დავიმალებოდი. ის ტანსაცმელი მეცვა დაკავებისას, რომელიც აქციაზე მეცვა და არ გამინადგურებია არაფერი“, – აღნიშნა ბრალდებულმა.

სასამართლო სხდომის პარალელურად, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციას ესწრებოდნენ აქტივისტები და პოლიტიკოსები.

რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილსაც.