1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ” მინდა პრეზიდენტს შევახსენო მისი განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით”- ირაკლი კობახიძე
” მინდა პრეზიდენტს შევახსენო მისი განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით”- ირაკლი კობახიძე

” მინდა პრეზიდენტს შევახსენო მისი განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით”- ირაკლი კობახიძე

327
0

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო არც წელს დაიმსახურებს კანდიდატის სტატუსს ეს არის შემაშფოთებელი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს არ არის იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც უნდა ზრუნავდეს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებზე.

„ერთი მხრივ, საუბრობ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე და მეორე მხრივ, თავად უპირისპირდები კანდიდატის სტატუსს, გაუგებარია და ეს არის რადიკალური ოპოზიციის რიტორიკის გაგრძელება, რაც რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელია.  ჩვენ მოვისმინეთ ასეთი გაუგებარი განცხადებები მრავლად.

რაც შეეხება კიდევ ერთ თემას, თითქოს მეორე ფრონტი არის კონსპირაცია, ამაზე მინდა, პრეზიდენტს მისი განცხადებები შევახსენო 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რას ამბობდა ის 2008 წლის ომის შესახებ, როგორ დაიწყო 2008 წლის ომი, ის იყო კონსპირაცია თუ რა იყო. იქნებ გაიხსენოს საკუთარი განცხადებები და ამის შემდეგ ისაუბროს მეორე ფრონტთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე. ეს კითხვა მაქვს ქალბატონი სალომეს მიმართ”

„არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, მაქსიმალურად გახანგრძლივდეს მაგალითად, უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, სამხედრო კონფლიქტი მათი სურვილის მიხედვით გადავიდეს სხვა ქვეყნებში. ეს ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. ამ ფონზე, მთავარია დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო ინტერესები და ქართული საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად – საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დავუშვათ. ამას სჭირდება ყოველდღიური სიფხიზლე. ეს რისკები ჯერ კიდევ აქტუალურია. მეორე ფრონტთან დაკავშირებული რისკები არის აქტუალური. საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რათა გლობალურ ომის პარტიას საქართველოში საკუთარი გეგმების რეალიზების საშუალება არ მისცეს“, – განაცხადა კობახიძემ.