“ასე მგონია გამოსვლის ტექსტი “ვივამედში” დაიწერა” – მალხაზ გულაშვილი პრეზიდენტის ანგარიშზე
მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება:
“ახია ბიძინა ივანიშვილზე და “ქართულ ოცნებაზე”, რომ ქალი რომელიც საერთოდ არაფერს არ წარმოადგენდა უცებ პრეზიდენტად დაგვისკუპეს, თან როგორ, ქალმა რომელმაც კგბს ოფიცერს ვერ მოუგო პირველ ტურში. ბიძინას ცრემლებითა და მუდარით იძულებული ვიყავით აგვერჩია, რადგან არჩევანი იყო ცუდსა და უარესს შორის. დღეს ეს ქალი პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს ავიღოთ ჩვენს თავზე მეორე ფრონტი, დაგვბომბონ და მიწასთან გაგვასწორონ რუსებმა, უნდა რომ მოახდინოს საქართველოს უკრაინიზაცია , ერთი სიტყვით უნდა იყოს ზელენსკი კაბაში. ამ დროს ბეწვის ხიდზე ვდგავართ, ჩვენს ქვემოთ გიგანტი გველეშაპები ხახადაღებულები გვიცდიან, ეს კიდე ხიდს აქანავებს, რომ ძირს ჩავარდეთ და გველეშაპებმა ჩაგვყლაპონ. თავიდან ბოლომდე ასე მგონია ეს გამოსვლის ტექსტი “ვივამედში” დაიწერა. კიდე რამდენი გყავთ “ოცნებას” ასეთი ზურგში ჩამრტყმელი დანის?!”– წერს მალხაზ გულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა.