1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის მომხრე ვარ” – სალომე ზურაბიშვილი
“რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის მომხრე ვარ” – სალომე ზურაბიშვილი

“რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის მომხრე ვარ” – სალომე ზურაბიშვილი

363
0

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ ვინ შემოდის ქვეყანაში. რუსებს არ უნდა შეეძლოთ, რომ საქართველოში „უფასო საშვით“ დარჩნენ, ამიტომ მე სავიზო რეჟიმის გადახედვის მომხრე ვარ, რათა შანსი გვქონდეს, რომ გარკვეული დროის შემდეგ გადავამოწმოთ, თუ რას აკეთებენ ისინი ქვეყანაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა. 

მისივე თქმით, იმ პირობებში, როცა ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საუბარი აბსურდულია. 

„ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა ვაკონტროლოთ თუ ვინ და რა მიზნით ყიდულობს უძრავ ქონებას საქართველოში, ვინ მუშაობს რომელიმე პროფესიით ლიცენზიის გარეშე. ეს თუ არ მოხდება, ჩვენი საზოგადოება თავს დაცულად ვერ იგრძნობს. სწორედ ამიტომ ვარ პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგი. ვფიქრობ, არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ უნდა აღადგინოს ქვეყანამ პირდაპირი ფრენები სახელმწიფოსთან, რომელსაც მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს, ამიტომ ეს აბსურდია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.