როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
23 თებერვალს ქუთაისში +8 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. წვიმაა მოსალოდნელი ოზურგეთშიც, სადაც დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმაა ნავარაუდები, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღეა ფოთში და დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდები. +6 გრადუსია ნავარაუდები დღისით სოხუმში, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.
მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +2 გრადუსია, ღამით კი -14 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ამბროლაურშიც და დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.
თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, დღისით +5 ღამის ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.
გორშიც თოვლია ნავარაუდები. დღისით +8 გრადუსია ნავარაუდები, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მოთოვს. დღისით ჰაერს ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით 0 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით -1, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა ნავარაუდები თელავში. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდები.
იწვიმებს გურჯაანშიც. დღისით +9 გრადუსი, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +10 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +9 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა ნავარაუდები თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი.