9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სახლის გარეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. მაგალითად, კაფეში ან კინოში წახვიდეთ, ბუნებაში დაისვენოთ. დიდი შანსია, რომ საინტერესო ნაცნობობა გააბათ.
კურო
თქვენს ურთიერთობებს გამოცდა ელის. კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად დიპლომატიის გამოვლენა მოგიწევთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გარშემო მყოფების კრიტიკას მოერიდოთ, თორემ შედეგი არ მოგეწონებათ.
ტყუპები
ეცადეთ, გარშემო მყოფების საუბარს ყურადღებით მოუსმინოთ – შესაძლოა, საინტერესო ინფორმაცია ან ღირებული იდეა გაიგოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შეთავაზებულ დახმარებაზე უარი არ თქვათ, რადგან წარმატების მიღწევაში ხელს შეგიწყობთ.
კირჩხიბი
ცნობისმოყვარეობა გტანჯავთ და მზად ხართ, ინტერესის დასაკმაყოფილებლად მთები გადააბრუნოთ! მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენი ინტერესი ხანმოკლე იქნება.
ლომი
ვარსკვლავები გონებრივი და ანალიტიკური მუშაობის მიმართულებით წარმატებას გპირდებიან. თქვენი იდეები და გეგმები გაამართლებს და შესანიშნავ შედეგს მოგიტანთ, ამიტომ რვეული და კალამი გვერდიდან არ მოიცილოთ.
ქალწული
ამ დღეს ქალწულს ერთ ადგილზე გაჩერება ეკრძალება! ვარსკვლავები გირჩევენ რაც შეიძლება მეტი იმოძრაოთ და იურთიერთოთ. თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვარჯიში, შოპინგი და ახალი ნაცნობობა. მთავარია, სიტუაციაზე და საკუთარ თავზე კონტროლი არ დაკარგოთ.
სასწორები
ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება. მიზეზი თქვენი კატეგორიულობა და უკომპრომისობაა. ეცადეთ, მეტი მოთმინება და დიპლომატიურობა გამოიჩინოთ. მთელი დღის უსარგებლო კამათში გატარებას ნამდვილად ეს ჯობს.
მორიელი
სიტუაციამ შეიძლება არჩევანზე წინაშე დაგაყენოთ. ეს შეიძლება სამუშაო პროექტებს, შესყიდვებს და პირად ცხოვრებას ეხებოდეს. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სხვა ვარიანტების დავიწყება მოგიწევთ, ამიტომ ყურადღებით აწონ-დაწონეთ ყველაფერი. გული გეტყვით რა უნდა გააკეთოთ, გონება კი – რა არ უნდა გააკეთოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს გული და გონება სხვადასხვა რამეს გკარნახობთ – სურვილებს ერთი მიმართულებით მიჰყავხართ, ლოგიკას და ფაქტებს კი – სულ სხვა მიმართულებით. არ აჩქარდეთ – გადაწყვეტილება გულმაც და გონებამაც უნდა მოიწონოს. ასე თუ არ მოხდა, ჯობს სხვა ვარიანტები განიხილოთ.
თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე მთლიანად სახლის გარეთ გაატაროთ: დაესწარით რაიმე ღონისძიებას, კაფეს ან რესტორანს ეწვიეთ ან უბრალოდ სტუმრად წადით. თხის რქას აუცილებლად ექნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახუროს.
მერწყული
რუტინული სამუშაოს ხასიათზე თუ არ ხართ, ვარსკვლავები გირჩევენ, მომავალი შვებულება დაგეგმოთ, თუნდაც ის ჯერ კიდევ შორს იყოს.
თევზები
ამ დღეს წყნარ ოფისში ან სახლში მუშაობისთვის განწყობილი არ ხართ. გსურთ რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვნება შეიტანოთ საკუთარ ცხოვრებაში, იყოთ იქ, სადაც აქამდე არ ყოფილხართ. რას ელოდებით, იმოქმედეთ.