1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

435
0

ვერძი

დღეს პლანეტების გავლენა ზოგიერთ ადამიანს ურთიერთობების გაწყვეტისკენ უბიძგებს. ნუ შეეცდებით შეაჩეროთ ადამიანი, რომელთან ურთიერთობასაც სიხარული აღარ მოაქვს.
დღეს თქვენ უამრავი რჩევის მიცემა და მთელი დღის განმავლობაში უამრავ ადამიანთან ურთიერთობა მოგიწევთ. დღე ხელსაყრელია როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის — ნებისმიერი საქმიანობა თქვენთვის სასარგებლო იქნება. შეიძლება შანსი მოგეცეთ, რომ ერთობლივი საქმიანობისთვის ღირსეული პარტნიორი იპოვოთ. შესაფერისი დროა შეთანხმებებისა და კონტრაქტების გასაფორმებლად, მათ შორის – უცხოელ პარტნიორებთანაც. გირჩევთ, თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ ექიმთან ვიზიტზე ჩაიწეროთ. რაც უფრო ადრე დაიწყებთ მკურნალობას, მით უფრო მალე გაგივლით დაავადება.

კურო

სჯობს ენერგია სიყვარულისკენ მიმართოთ — აქ კარგი შედეგის მიღწევის დიდი შანსი გაქვთ.
გირჩევთ, ოჯახის წევრებთან და ზოგადად, ირგვლივ მყოფებთან უხეშობას მოერიდოთ. შესაძლოა, გაღიზიანების მიზეზი გაგიჩნდეთ, მაგრამ ეცადეთ, უარყოფით ემოციებს არ აჰყვეთ.
სამუშაო, რომლითაც ბოლო დროს იყავით დაკავებული, მალე ნაყოფს გამოიღებს! ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ თქვენი ნიშნის წარმომადგენელთა ფინანსური მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება, თუმცა ეს ფულის უაზროდ ხარჯვას არ ამართლებს. აკონტროლეთ, რომ თქვენმა ხარჯებმა შემოსავალს არ გადააჭარბოს.
ეს დღე იდეალურია როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური განვითარებისთვის.

ტყუპები

ნუ იჩქარებთ ახლობელი ადამიანი დაადანაშაულოთ მანამდე, სანამ შექმნილ სიტუაციაში არ გაერკვევით. გამორიცხული არ არის, რომ დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდით.
საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ბანკში ხელსაყრელი პირობებით სესხი აიღოთ და ნუ ინერვიულებთ – გადახდა არ გაგიჭირდებათ.
სამსახურსა და ბიზნესში კი ფინანსურ გადაწყვეტილებებთან და ინვესტიციებთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა იყოთ. გახსოვდეთ რომ არსებული რესურსების უპასუხისმგებლო გამოყენება ადრე თუ გვიან ფინანსურ სირთულემდე მიგიყვანთ.
დასვენება არ დაგავიწყდეთ, თორემ ჯანმრთელობა შეგერყევათ.

კირჩხიბი

ამ დღეს მოხდება მოვლენა, რომელიც სამყაროს სრულიად ახალი თვალით დაგანახვებთ! სავარაუდოდ, ეს თქვენი სიყვარულის სფეროს შეეხება.
თქვენი ნიშნის ბევრ დაოჯახებულ ადამიანს დღეს რომანტიკული თავგადასავალი, ძველ მეგობართან შეხვედრა ან სასიყვარულო პრობლემების გადაჭრა ელოდება. კეთილგანწყობა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი კოლეგების მხარდაჭერის მოპოვებაში და მენეჯმენტთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ. დღეს შეგიძლიათ მშვიდად განიხილოთ საკითხები, რომლებიც ყველასთვის მნიშვნელოვანია.
ამ დღეს მხოლოდ ფინანსებისადმი თქვენი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გააფუჭებს — ფული სწრაფად გეხარჯებათ, მაგრამ ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებთ.
შესანიშნავი დროა მათთვის, ვინც წონაში დაკლებას გეგმავს.

ლომი

ხელსაყრელი მომენტია ახალი ნაცნობობისთვის, თუმცა ახალ ნაცნობებს პირადი ცხოვრების დეტალებს ნუ გაანდობთ.
დაოჯახებულ ლომებს მალე საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრა მოუწევთ — სავარაუდოდ, ეს ვალის ან კრედიტის დაბრუნებას უკავშირდება. ეცადეთ, თითოეული ნაბიჯი ფრთხილად გადადგათ, რათა შეცდომა არ დაუშვათ, განსაკუთრებით თუ თქვენი სამუშაო საბუთებს უკავშირდება.
ლომმა მამაკაცებმა ნაკლები უნდა იზარმაცონ და მეტი იმუშაონ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება ფინანსურ საქმეებში წარმატებას გპირდებათ.
დროა ფიზიკურ ფორმასა და გარეგნობაზე იზრუნოთ — დაიწყეთ სწორად კვება, ივარჯიშეთ და ბუნებაში მეტი დრო გაატარეთ.

ქალწული

ფრთხილად იყავით – არსებობს რისკი, რომ თქვენი სასიყვარულო საქმეები საზოგადოებრივი განხილვის თემად იქცეს. დაოჯახებულ ქალწულებს ვურჩევთ, ახლობლებს მეტი დრო დაუთმონ — ნათესავებს ესტუმრეთ და ახლობლებთან ურთიერთობაში მეტი მზრუნველობა გამოიჩინეთ.
არსებობს საფრთხე, რომ უფროსობის მხრიდან ზეწოლა გაიზარდოს — გამორიცხული არ არის, ხელმძღვანელი სამსახურიდან თქვენს გაშვებას ცდილობდეს.
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს უმჯობესია საქონელი დიდი ფასდაკლებით არ შეიძინოთ. ასევე არასასურველია ახალი პროექტის დაწყება ან პარტნიორებთან კამათი.

სასწორი

საყვარელი ადამიანი გენდობათ და თქვენთან გულწრფელ საუბარს ელოდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრეტენზიებით უნდა აავსოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ მცირე შეცდომებს, რომლებსაც ზოგჯერ თქვენი მეორე ნახევარი უშვებს. უმჯობესია ყურადღება საკუთარ შეცდომებზე გაამახვილოთ. იმისათვის, რომ გეგმები წარმატებით განახორციელოთ, უმჯობესია ყველაფერი საიდუმლოდ შეინახოთ — წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკურენტები იდეას წაგართმევენ.
დაიცავით ნერვული სისტემა სტრესისგან — დაძაბულ მდგომარეობაში თქვენი შრომისუნარიანობა და პროგნოზირების უნარი მნიშვნელოვნად იკლებს.
უარი თქვით თვითმკურნალობაზე! ხალხური მეთოდები უშედეგო აღმოჩნდება და ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, კიდეც დაგაზიანოთ.

მორიელი

ვარსკვლავები განსაკუთრებულ დღეს გპირდებიან. თუ მარტოხელა ხართ, არსებობს საინტერესო ადამიანთან შეხვედრის შანსი. თუ თავისუფალი დრო გაქვთ, გირჩევთ, მეგობრებთან ერთად, ქალაქგარეთ გაემგზავროთ. გარემოს შეცვლა დადებითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა კი განწყობას აგიმაღლებთ.
ამ დღეს კარგად ნაცნობი საქმის კეთების დროსაც კი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – უყურადღებობის გამო შესაძლებელია შეცდომები.
ენერგეტიკული დისბალანსი, რომელსაც ბოლო დროს გრძნობთ, დადებითი ემოციების ნაკლებობით არის გამოწვეული.

მშვილდოსანი

გაუზიარეთ თქვენი განცდები ოჯახის წევრებს. მათი დახმარებით სირთულეებს ადვილად გაუმკლავდებით. თუ უფროსი და კოლეგები თქვენს აქტიურობას სათანადოდ არ აფასებენ, ჯობია ტემპი შეანელოთ.
მშვილდოსნებმა, რომელთა საქმიანობა ეკონომიკასა და ფინანსებთან არის დაკავშირებული, გამოთვლებში მეტი სიზუსტე უნდა გამოიჩინონ. რაც უფრო აქტიურები იქნებით ამ პერიოდში, მით მეტი შანსი გექნებათ შემოსავლის გაზრდის.
მოვლენებს ნუ დააჩქარებთ და ყოველი წუთით დატკბით! გახსოვდეთ, მთავარი გამარჯვებები წინაა.

თხის რქა

მალე უამრავ კომპლიმენტს მოისმენთ, რაც ნიშნავს, რომ გვერდით გყავთ ადამიანი, რომელიც თქვენ მიმართ გულგრილი არ არის!
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სხვის ცხოვრებაში ზედმეტად არ ჩაერიოთ — ამით მხოლოდ მტრებს შეიძენთ. მოვლენების დაჩქარებას ნუ შეეცდებით. გაითვალისწინეთ, რომ ყველაფრის მართვა და გაკონტროლება შეუძლებელია.
დღის მეორე ნახევარში შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ ეცადეთ ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

მერწყული

პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ყველაფერი გააკეთეთ, ახლა ისღა დაგრჩენიათ, რომ მიღწეულით ისიამოვნოთ.
ხელმძღვანელობაზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ, რაც გამორიცხული არ არის, რომ თქვენს კარიერულ მდგომარებაზე აისახოს. დროებითი ფინანსური სირთულეები ნუ შეგაშინებთ! თქვენი შრომისმოყვარეობა და შემოსავლის ზრდისკენ სწრაფვა შედეგს გამოიღებს.
სასურველია, რომ ორგანიზმს განტვირთვის დღე მოუწყოთ – მთელი დღის განმავლობაში უარი თქვათ საკვებზე ან ინტენსიურად ივარჯიშოთ. საუკეთესო არჩევანი იქნება გუნდური სპორტი — მაგალითად, კალათბურთი ან ფეხბურთი.

თევზები

თქვენს პირად ცხოვრებაში საბოლოოდ, სიყვარული და ჰარმონია დაისადგურებს. ეს ხელსაყრელი პერიოდი ვნებითა და რომანტიკით იქნება სავსე.
თქვენი პრესტიჟი და იმიჯი შესაძლოა მოულოდნელად დაზარალდეს. გამოავლინეთ თქვენთვის დამახასიათებელი თავშეკავება და ეცადეთ, კრიტიკა ზედმეტად სერიოზულად არ მიიღოთ. იღბალი თქვენს მხარესაა.
უფროსი ასაკის თევზებს შეიძლება ქრონიკული დაავადებები გაუმწვავდეთ. ეს დასუსტებული იმუნური სისტემის ბრალია, რომლის გაძლიერება ვიტამინების მიღებით არის შესაძლებელი.