1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

254
0

ვერძი

აქტიურობით გამორჩეული დღეა. არ არის გამორიცხული უსიამოვნო სიახლეები ან გარემოებათა არახელსაყრელი კომბინაცია. ვარსკვლავები შეგახსენებთ, რომ დიდი ხნის უნახავი ახლობლები უნდა მონახულოთ. ეცადეთ, საკუთარი სურვილები და ოცნებები აკონტროლოთ.

კურო

ინტუიციისა და გამოცდილების წყალობით, ფინანსების სწორად მართვას შეძლებთ. მამაკაცი კუროები ყურადღებას რაინდული საქციელით მიიქცევენ. ფრთხილად იყავით – სპორტულმა ვარჯიშმა შეიძლება ტრავმა გამოიწვიოს. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ტყუპები

ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია გელით, რაც განსაკუთრებულ ტაქტსა და გამძლეობას მოითხოვს. გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა, სიტუაცია ყურადღებით შეისწავლოთ. წარმატება მხოლოდ იმ ტყუპებს ელით, რომლებიც შესაფერისი მომენტის შერჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებენ. დღის პირველ ნახევარში შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ცვლილებები გელით. დღის ბოლოს შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება. ფრთხილად იყავით და სიტუაცია მაქსიმალურად აკონტროლეთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და კარგ აღნაგობაზე. კარგი იქნება, თუ საღამოს სპორტულ დარბაზში გაატარებთ.

ლომი

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა შორის იშვიათი წარმატება გელით. შესაძლოა, გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდეთ, რომელიც მაქსიმალურ სიმშვიდეს მოითხოვს. გაითვალისწინეთ, რომ ეს დღე სერიოზული სამუშაოსთვის და მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის არ გამოდგება, ამიტომ რამდენიმე დღე უნდა მოიცადოთ.

ქალწული

შესაძლოა, დილას სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად ზოგიერთი ნაცნობის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა მოგიწევთ. ხელფასის მომატებასთან დაკავშირებული მცდელობები სავარაუდოდ, წარმატებით დასრულდება.

სასწორი

ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ეცადეთ, არ იაქტიუროთ. ამ დღეს შინაური ცხოველები ვეტერინართან არ უნდა მიიყვანოთ. თუ შესაძლებელია, გადადეთ ეს ღონისძიება რამდენიმე დღით. ამ დღეს, ძველი მეგობრების დახმარებით პრობლემის გადაჭრის საინტერესო გზას იპოვით. ეცადეთ, საკუთარი ოცნებები და სურვილები აკონტროლოთ.

მორიელი

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი მორიელებისთვის. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ნებისმიერ გაუგებრობას გააქრობს. შესაფერისი დროა ექიმთან ვიზიტისა და პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყებისთვის.

მშვილდოსანი

კარგი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. თუ შესაძლებელია, ეცადეთ სამუშაო მივლინება რამდენიმე დღით გადადოთ. იზრდება ნერვიულობის ნიადაგზე ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი. ოჯახის წევრის გამო, შესაძლებელია დღის პირველ ნახევარში გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

თხის რქა

ეცადეთ, საკუთარი მიზნები და ამოცანები ნათლად და ყველასთვის გასაგებად გამოხატოთ. საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას მოსალოდნელია სერიოზული კამათი, რაც შეიძლება ჩხუბში გადაიზარდოს. სასურველია, რომ საღამო სპორტულ დარბაზში გაატაროთ.

მერწყული

ეს დღე კარგია როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. საქმე. რომელიც უპერსპექტივო გეგონათ, სასურველ ნაყოფს გამოიღებს. ახალი თანამშრომლობა მოგებიან საქმიან ურთიერთობებში გადაიზრდება. თუ ხვდებით, რომ დამნაშავე ხართ, ბოდიშის მოხდა და წყენის დავიწყება უნდა შეძლოთ.

თევზები

მზად იყავით დაუგეგმავი ხარჯებისთვის. არ იდარდოთ, წარუმატებლობის პერიოდი ხანმოკლე იქნება. ეცადეთ, ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. სამსახურში წარმატებული პერიოდი გელით.