1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

489
0

ვერძი

მატოხელა ვერძებს ვარსკვლავები გირჩევენ, სიყვარული ყველგან ეძებოთ, სადაც ამის შესაძლებლობა გექნებათ — სოციალურ ქსელში, ქუჩაში, სამსახურში, სავაჭრო ცენტრებში.
დაგეგმეთ თქვენი სამომავლო ნაბიჯები — დროა, კარიერაში წინ წახვიდეთ. ეცადეთ კოლექტიურ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთოთ და გუნდს არ ჩამოშორდეთ.
მალე შანსი გექნებათ, რომ დიდი შემოსავალი მიიღოთ, თუმცა ამისათვის დროებით, პირად ცხოვრებაზე უარის თქმა მოგიწევთ.
იზრუნეთ ჯანსაღ დასვენებაზე — საღამოს ენერგიის აღდგენა გჭირდებათ.

კურო

არ არის გამორიცხული, რომ დღეს სასიყვარულო აღიარება მოისმინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ აჩქარდეთ და ემოციებს არ აჰყვეთ, რათა იმედგაცრუება თავიდან აიცილოთ.
არახელსაყრელი დროა სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, რადგან ასტროლოგიური პროგნოზი მცირე საყოფაცხოვრებო ტრავმების ალბათობაზე მიანიშნებს.
თუ ბოლო დროს სანერვიულო დაგიგროვდათ, ეს დღე შესაფერისია განტვირთვისა და დაგროვილი დაძაბულობის მოსახსნელად.
ვარსკვლავები კომერციულ საქმიანობაში, ხელშეკრულების გაფორმებასა და ფასიან ქაღალდებთან მუშაობაში წარმატებას გპირდებიან. ბევრი რამ თქვენს აქტიურობასა და გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.

ტყუპები

თქვენი მჭევრმეტყველება და მომხიბვლელობა შეუმჩნეველი არ დარჩება. მარტოხელა ტყუპები შეიძლება ახალ თაყვანისმცემელს შეხვდნენ.
გირჩევთ ახალგაზრდა კოლეგებს გამოცდილება გაუზიაროთ — ისინი თქვენს რჩევებს მადლიერებით მიიღებენ და საჭიროების შემთხვევაში, თავადაც დაგეხმარებიან.
ფინანსურ საკითხებში მხოლოდ ინტუიციას ნუ დაეყრდნობით. ამ დღეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, თუ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობთ.

კირჩხიბი

მარტოხელა კირჩხიბებს ვურჩევთ შეყვარებულის ძებნა სამომავლოდ გადადონ — ეს პერიოდი სასიყვარულო ურთიერთობისა და ოჯახის შექმნისთვის არახელსაყრელია. ყურადღება მიაქციეთ რუტინულ საქმეს, რომელიც დიდი ხანია თქვენს ჩარევას ელოდება. შუადღისას მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცნობების მიღება. შესაძლოა, ისეთი საქმის კეთება მოგიწიოთ, რომელიც არ მოგწონთ, თუმცა დავალებას მაინც კარგად შეასრულებთ. ფინანსურ სფეროში ბევრი საკითხი თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს თორემ შეიძლება უფულოდ დარჩეთ. ფიზიკური აქტიურობა აუცილებელია, მაგრამ დატვირთვებს ნუ გადააჭარბებთ — გადაღლამ შეიძლება ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედოს.

ლომი

უახლოეს ხანებში გელით შეხვედრა, რომელმაც შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოს. ყველაფერი თავისით მოხდება — მთავარია, ზედმეტი მოლოდინებით არ იცხოვროთ.
ახლად შექმნილ წყვილებში ურთიერთობა ახალ, უფრო ღრმა ეტაპზე გადავა. საშუალება გექნებათ გულწრფელად ისაუბროთ თემებზე, რომლებიც ყველაზე მეტად გაწუხებთ.
ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ამ კვირაში დოკუმენტებთან დაკავშირებული ყველა საქმე წარმატებით დასრულდება.
არ არის გამორიცხული, რომ ძლიერი მფარველიც კი გაიჩინოთ, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
ვისაც სახსრები აწუხებს, დღეს შეიძლება ძლიერი ტკივილი იგრძნოს, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, ფიზიკური დატვირთვა შეამციროთ.

ქალწული

თუ გეჩვენებათ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა იძაბება, დროებით დისტანცია დაიცავით და საკუთარ აზრებთან განმარტოვდით. გაიხსენეთ ძველი მეგობრები, ადამიანები, ვისთან ყოფნაც ყოველთვის გსიამოვნებთ. მოემზადეთ სამსახურში მოსალოდნელი შემოწმებისთვის — ანგარიშები და საბუთები მოაწესრიგეთ. თუ თავს კარგად წარმოაჩენთ, შეგიძლიათ პრემიის იმედიც გქონდეთ.
ფულს უსარგებლო ნივთებზე ნუ გაფლანგავთ, თორემ მალე ფინანსურ პრობლემებში გაეხვევით.
ვარსკვლავები ჯანმრთელობის საფრთხეზეც მიანიშნებენ — მოერიდეთ გადაღლას და ფიზიკურ რისკს – ახლა ყველაზე მეტად დასვენება გჭირდებათ.

სასწორი

ბოლო დროს შესანიშნავად გამოიყურებით, რაც თქვენი თაყვანისმცემლების რაოდენობას გაზრდის.
თუ დაოჯახებული ხართ და თქვენი ოჯახის წევრებს თქვენი სამსახურის დატვირთული გრაფიკი აღიზიანებთ, ეცადეთ ემოციებს არ აჰყვეთ და გონივრული კომპრომისი იპოვოთ.
მოულოდნელად შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყაროც ნახოთ, რაც ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.
გაზრდილი ემოციური ფონის გამო უმნიშვნელო შენიშვნაზეც მძაფრად რეაგირებთ, რაც ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედებს.

მორიელი

ამ დღეს სამყაროსთან განსაკუთრებულ ჰარმონიას იგრძნობთ. გახსენით გული და შეუშვით სიყვარული თქვენს ცხოვრებაში. იზრუნეთ ახლობლებზე ისე, როგორც საკუთარ თავზე ზრუნავთ.
სამსახურში განსაკუთრებული სირთულეები არ გელით, თუმცა ზოგიერთი საკითხი დამატებით დროს მოითხოვს. მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულების დადებისას ყურადღება არ მოადუნოთ – შეიძლება ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს.
იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. გირჩევთ იმუნიტეტის გასაძლიერებლად, შინაგანი სიმშვიდის აღსადგენად და უძილობის მოსახსნელად ეთერზეთების გამოყენება სცადოთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები შესაძლო კონფლიქტზე მიგანიშნებენ — სავარაუდოდ, ურთიერთობებში გარკვეული დაძაბულობა ან უთანხმოება წარმოიშობა. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და კომპრომისის პოვნა სცადოთ.
ეს დღე შინაგან, მორალურ და სულიერ გარდაქმნას უკავშირდება. არასწორმა რჩევამ ან არასწორად გაგებულმა ინფორმაციამ შეიძლება შეცდომები და ოჯახის წევრებთან უთანხმოება გამოიწვიოს.
თუ ძალისხმევას გამოიჩენთ, შეიძლება თქვენი გატაცება შემოსავლის წყაროდ იქცეს.
დიდი შენაძენის გეგმა დროებით სამომავლოდ გადადეთ და ეცადეთ ნეგატიურ აზრებს თავი აარიდოთ. ამჟამად პლუტონი დაკნინებულია, სატურნი კი ძალას იკრებს, ამიტომ უარყოფითი ფიქრები ახლა განსაკუთრებით საშიშია.

თხის რქა

თუ არ გსურთ, რომ ყველა მეგობარი დაკარგოთ, შინაგანი ენერგიის მოთოკვა და საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასება უნდა შეძლოთ. შესაძლოა, საყვარელი ადამიანისგან დაუმსახურებელი კრიტიკა და საყვედურები მიიღოთ, მაგრამ შეეცადეთ მისი უსამართლო დამოკიდებულება მშვიდად მიიღოთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი საკითხები დღის პირველ ნახევარში მოაგვაროთ, სანამ ენერგიით სავსე ხართ.
დღეს შანსი გექნებათ, დიდი ხნის ნატვრა აიხდინოთ. თუ არ იზარმაცებთ პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას შეძლებთ. მოსალოდნელია მოვლენა, რომელიც თქვენს საქმეებზე გავლენას მოახდენს.
მეტი ოპტიმიზმი და ნაკლები თვითკრიტიკა — აი, დღევანდელი წარმატების საიდუმლო.
გირჩევთ საღამო მარტოობაში გაატაროთ — ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მერწყული

შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ! ასტროლოგიური ფონი ძლიერ ემოციურ ამაღლებას და სიყვარულით სავსე განწყობას გპირდებათ.
დღეს ინტუიციის დახმარებით რთული ვითარებიდან იდეალურ გამოსავალს იპოვით. დღევანდელ დღეს არ ისესხოთ და არ გაასესხოთ ფული — ორივე მოქმედება ფინანსურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება.
უმჯობესია, კონტრაქტები და შეთანხმებები არ გააფორმოთ, რადგან ყურადღება გაფანტული გაქვთ და შეიძლება მნიშვნელოვანი დეტალი გამოგეპაროთ.
მოსალოდნელია უცნაური მოვლენები, რომლებიც გეგმების გადახედვას გაიძულებთ.

თევზები

თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ჩიხში შევიდა, საკუთარ თავს ჰკითხეთ — ასეთი მდგომარეობა გაკმაყოფილებთ თუ არა? დღეს შეიძლება ახლობლებთან ურთიერთობაში დაძაბულობა წარმოიშვას, რადგან მთელი ყურადღება საკუთარ განცდებზე გაქვთ გადატანილი.
ფინანსური სირთულეები არ გელით, თუმცა ძველი ოცნების ასასრულებლად ფულის მცირე ეკონომია დაგჭირდებათ. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმეები საღამოსთვის არ დაგეგმოთ.