1. Home
  2. სხვა
  3. 6-მილიარდიანი ინვესტიცია ძალიან ძლიერი სიგნალი იქნება სხვადასხვა ინვესტორისთვის და ველოდებით, რომ ძალიან სწრაფად ვიხილავთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სხვადასხვა დარგში – ლევან დავითაშვილი
6-მილიარდიანი ინვესტიცია ძალიან ძლიერი სიგნალი იქნება სხვადასხვა ინვესტორისთვის და ველოდებით, რომ ძალიან სწრაფად ვიხილავთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სხვადასხვა დარგში – ლევან დავითაშვილი

6-მილიარდიანი ინვესტიცია ძალიან ძლიერი სიგნალი იქნება სხვადასხვა ინვესტორისთვის და ველოდებით, რომ ძალიან სწრაფად ვიხილავთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სხვადასხვა დარგში – ლევან დავითაშვილი

203
0

6-მილიარდიანი ინვესტიცია ძალიან ძლიერი სიგნალი იქნება სხვადასხვა ინვესტორისთვის და ველოდებით, რომ ძალიან სწრაფად ვიხილავთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უკვე სხვადასხვა დარგში, – განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 

მანვე აღნიშნა, რომ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში უკვე გამოითქვა ინტერესები ენერგეტიკული, ლოგისტიკური, სატრანსპორტო და სხვა სექტორებში ინვესტიციაზეც.

„ეს კომპანია არის ყველაზე ცნობით, რაც კი არსებობს სპარსეთის ყურეში. კომპანია ფლობს „ბურჯ-ხალიფას“, ეს არის ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა დუბაიში. არ მეგულება ადამიანი, ვისთვისაც ეს ცნობილი არ არის. რა თქმა უნდა, საამიროებში მას გამორჩეული ცნობადობა გააჩნია, საემიროების გარდა მთლიანად სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ასე, რომ ეს იქნება ძალიან დადებითი სიგნალი ზოგადად ამ რეგიონიდან ინვესტორებისთვის და ველოდებით ინვესტიციების ზრდას.

გეტყვით, რომ ვიზიტის ფარგლებში უკვე შევეხეთ სხვადასხვა სექტორს. ეს იყო ენერგეტიკული, ლოგისტიკური, სატრანსპორტო და ა.შ. სადაც, ასევე დიდია დაინტერესება საამიროებიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე. ეს არის მხოლოდ დასაწყისი.

უდავოდ, ეს ინვესტიცია ძალიან ძლიერი სიგნალი იქნება სხვადასხვა ინვესტორისთვის და ველოდებით, რომ ძალიან სწრაფად ვიხილავთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უკვე სხვადასხვა დარგში. როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ისე, ზოგადად, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ჩვენთვის რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრიორიტეტული საინვესტიციო ბაზარია“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია – დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, – თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.